მადრიდის ”რეალის” მომავლები - ნაწილი 2

ალვარო მორატა მადრიდის ”რეალის” სარეზერვო გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მის გარდა ”ბლანკოსს” ძალიან ეიმედება პაბლო სარაბიასი, რომელის ასევე უნიჭიერესი ახალგაზრდა გახლავთ. მადრიდის ”რეალის” მომავლების მეორე ნაწილში სწორედ მასზე იქნება საუბარი...


ესპანელი ფეხბურთელი დაიბადა მადრიდში, 1992 წლის 11 მაისს. როგორც მადრიდის ”რეალის” კასტილიის მწვრთნელები ამბობენ, პაბლო ძალიან ნიჭიერი გარემარბია და მას აქვს ყველანაირი თვისება იმისთვის, რომ ითამაშოს მადრიდული კლუბის პირველ შემადგენლობაში. ჯერ-ჯერობით კი ის მხოლოდ კასტილიაში ასპარეზობს. ასევე, სარაბიას მწვრთნელები იმასაც ამბობენ, რომ ესპანელი არამარტო ფლანგზე თამაშობს, არამედ მას თავდამსხმელის უკანაც შეუძლია ასპარეზობა.

საკლუბო კარიერა:


ბავშვობაში, 2004 წლამდე, პაბლო ასპარეზობდა საბავშვო გუნდში სახელად Escuela de Fútbol Madrid Oeste de Boadilla del Monte (Football College West Madrid of Boadilla del Monte). ამ გუნდში კარგად თამაშის გამო, სარაბია მადრიდის ”რეალის” სკაუტებმა შენიშნეს და მასთან კონტრაქტი გააფორმეს. მან გუნდში ადგილი ნელ-ნელა დაიმკვიდრა და სეგუნა ბ-ში მას დებიუტი ”ალკორკონთან” ჰქონდა. ეს ყველაფერი მოხდა 2010 წლის 3 იანვარს. მისი პირველი გოლი ”კასტილიას” სახელით 2 კვირის შემდეგ ”რასინგის” მეორე გუნდის კარში გავიდა. ამავე წელს, კი მისი უდიდესი ტალანტი, ჟოზე მოურინიომ შენიშნა, რომელმაც უმალვე დაუძახა ესპანელ ტალანტს. პირველ გუნდში მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ”ოსერის” წინააღმდეგ შედგა, სადაც იგი 33 ნომრიანი მაისურით შევიდა კირშტიანოს ნაცვლად 72 წუთზე. თამაშის მერე პაბლიტომ თქვა: ”ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო”.

პაბლო სარაბიას კასტილიაში 31 მატჩი დაუგრავდა და გაიტანა 6 გოლი, ხოლო ძირითად გუნდში კი მას ჯერ კიდევ არ მისცემია საკმარისი დრო იმისთვის, რომ თავი გამოეჩინა.


ახლა კი გაგაცნობთ პაბლო სარაბიას პირად ინფორმაციას:


სახელი: პაბლო სარაბია გარსია

დაბადების თარიღი: 1992 წლის 11 მაისი (18 წლის)

დაბადების ადგილი: ესპანეთი, მადრიდი

სიმაღლე: 177სმ

პოზიცია: გარემარბი

აქ მე ავღწერე პაბლოს საკლუბო კარიერა, ხოლო რაც შეეხება სანაკრებოს, ესპანელი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდული გუნდების მუდმივი წევრია. მისი დებიუტი 16 წლამდე ნაკრებში შედგა 2008 წელს.

ახლა კი გაგაცნობთ ნაკრებში პაბლოს სტატისტიკას:


16-წლამდე - 3 თამაში, 2 გოლი

17-წლამდე - 20 თამაში, 5 გოლი

18- წლამდე - 2 თამაში, 0 გოლი

19-წლამდე - 6 თამაში, 6 გოლი

როგორც ხედავთ პაბლო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და იმედია მორატასთან და სხვა კანტერანოებთან ერთად, რომლებზეც ჩვენ კიდევ დავწერთ ასეთ სიახლეებს, წარმატებას მიაღწევს და დიდ წარმატებას მოუტანს სამეფო კლუბს.


გაგრძელება იქნება...
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)