მადრიდის ,,რეალის,, მომავლები-ნაწილი 1

მოგესალმებით.მე და ამ საიტის ერთგულმა წევრმა ArjenRobben-მა გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ახალი პროექტი სახელწოდებით-მადრიდის ,,რეალის" მომავლები.ჩვენ შემოგთავაზებთ მოკლე ინფორმაციებს მადრიდის "კანტერანოებზე", ახალგზარდა ფეხბურთელებზე.ჩვენი მომავალი სწორედ მათზეა დამოკიდებული და მართებული იქნება,თუ ცოტა რამ გვეცოდინება ახალგაზრდებზე.


მოკლე ინფორმაცია:

სრული სახელი:ალვარო ბორხა მორატა მარინი
დაბადების თარიღი:1992 წლის 23 ოქტომბერი
სიმაღლე:187 სმ
სათამაშო პოზიცია:თავდამსხმელი
გოლები:

2009 - ესპანეთის 17 წლამდე ნაკრები 6 მატჩი 2 გოლი
2010 - რეალ მადრიდ კასტილია 10 მატჩი 2 გოლი
2010 - რეალ მადრიდ 2 მატჩი 0 გოლი
2010 - ესპანეთის 18 წლამდე ნაკრები 2 მატჩი 3 გოლი
2010 - ესპანეთის 19 წლამდე ნაკრები 5 მატჩი 4 გოლი

ბიოგრაფია:

ალვარო ბორხა მორატა მარინი დაიბადა 1992 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ მადრიდში.ამჟამად არის საფეხბურთო კლუბ ,,რეალ მადრიდ კასტილიას,, წევრი.
მისი კარიერა იწყება 2005 წლიდან.ის მოხვდა ,,ატლეტიკოს,, ახალგაზრდულ კლუბში, სადაც 2 წელი გაატარა და შემდეგ გადავიდა ,,ხეტაფეს,, ახალგაზრდულ კლუბში.ხეტაფეს ახალგზრდებთან ერთად ალვარომ მხოლოდ 1 წელი დაჰყო და ნოემბერში გადავიდა ,,იუვენილ ც,,-ში.(მადრიდის ,,რეალის,, სარეზერვო გუნდი),,იუვენილ ც,,-ში მან შესანიშნავი შედეგი აჩვენა. 34 გოლი გაიტანა და 2010 წლის ივნისში ის გადავიდა ,,რეალ მადრიდ კასტილიაში,,ხოლო შემდეგ მადრიდის ,,რეალის,, მწვრთნელმა ჯოზე მაურინიომ მადრიდის ,,რეალის,, პირველ გუნდში გამოიძახა(გონსალო იგუაინის ტრავმის გამო).მისი დებიუტი პირველ გუნდში სარაგოსას წინააღმდგ შედგა.ესპანელმა შესანიშნავად ითამაშა,მართალია მოედანზე მცირე დრო დაჰყო,მაგრამ შესანიშნავი შთაბაჭდილება დატოვა.
ალვაროს დებიუტი „რეალ მადრიდ კასტილიაში“ შედგა 2010 წლის 15 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში ,,ალკორკონის,, წინააღმდეგ.ხოლო ოფიციალურად მისი დებიუტი შედგა 29 აგვისტოს ,,კორუხოს,, წინააღმდეგ, ეს შეხვედრა მადრიდელთა სასარგებლოდ 3:2 დასრულდა.
ხოლო მორატას დებიუტი მადრიდის ,,რეალის,, პირველ გუნდში შედგა 2010 წლის 12 დეკემბერს. სარაგოსას წინააღმდეგ.10 დღის შემდეგ შედგა მისი დებიუტი კოპა დელ რეიზეც.ზემოთ ხსენებულ მატჩში ის 77-ე წუთზე შემოვიდა და თანაგუნდელ პედრო ლეონს დაეხმარა გოლის გატანაში.
მისი დებიუტი ესპანეთის 17 წლამდე გუნდში შედგა 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც მორატამ 2 გოლის გატანა შეძლო.თამაშის სტილით მას ამსგავსებენ ფერნანდო მორიენტესს,მაგრამ ჩემი აზრით ის უნიკალური ფეხბურთელია და თამაშის სტილით გამოირჩევა სხვა ფეხბურთელებისაგან.


გაგრძელება იქნება...
dle 10.1

  • MoraTa
  • 6 იანვარი 2011
  • 2089
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)