ჟოზე : "შეხვედრას სერიოზულად უნდა მივუდგეთ"

ვალენსიაში გამგზავრების წინ სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ "ლევანტესთან" შეხვედრას ყველა ფეხბურთელი სერიოზულად უნდა მიუდგეს...


"ჩვენ მადრიდის "რეალის" ვართ და ინჩასები თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ მოგებას ითხოვენ, ამ შეხვედრას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და გამარჯვება მოვიპოვოთ, ჩვენ დიდი ჰანდიკაპი გვაქვს, მაგრამ ყურადღების მოდუნება დამღუპველი იქნება, თითოეული მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯება და მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს, გამარჯვება ყოველთვის დიდ მოტივაციას გვაძლევს."

"გაზეთებში ძალიან ბევრი სისულელე იწერება იმის შესახებ, რომ გონსალო იგუაინი 2 თვეში მოახერხებს დაბრუნებას, ეს სრული აფსურდია, გონსალოს მაისის ბოლოსკენ ველოდები და იმედი მაქვს სეზონის ბოლოს რამდენიმე მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, მისთვის ეს თვეები რა თქმა უნდა რთული იქნება, მაგრამ პიპიტა ძლიერი ხასიათის ფეხბურთელია და ყველაფერს გაუმკლავდება, ის გუნდს დააკლდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს დანაკლისი აღმოიფხვრას."

"პიპიტა ჩემი გუნდის საუკეთესო ფორვარდი იყო და მისი შეცვლა ნებისმიერ მოთამაშეს გაუჭირდება, მაგრამ პოტენციალს აშკარად ვხედავ და ვთვლი, რომ ფორვარდის დამატებას არ ვსაჭიროებთ. ჩემ გუნდში მოთამაშე თითოეულ მოთამაშეს დიდი ტალანტი აქვს და დარწმუნებული ვარ ისინი შეძლებენ ბოლომდე გახსნას."

"ფერნანდო გაგო სასტარტო შემადგენლობაში იქნება. მე მას დიდ პატივს ვცემ, რადგან ვთვლი, რომ კარგი ნახევარმცველია და დიდი მომავალი აქვს. რიკარდო კაკა მხოლოდ 25 წუთს დაჰყოფს მოედანზე."

"მაჰამადუ ძალიან გამოცდილია და იცის როგორ მოიქცეს. ამ ფეხბურთელს არასდროს ეტყობა დაბნეულობა და ეს სწორედ დიდი გამოცდილების დამსახურებაა, მალელი ფეხბურთელი "რეალში" დიდ საქმეს ასრულებს." dle 10.1

  • Hala
  • 5 იანვარი 2011
  • 1914
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)