კაკა: "ბედნიერი ვარ"

"ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ, სამეფო კლუბის ბრაზილიელი ნახევარმცველი, რიკარდო კაკა, აღფთოვანებას ვერ მალავდა იმით, რომ 5 თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეძლო მოედანზე გასვლა და "ბლანკოსის" ფორმის მორგება...


"ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ გადამხდა თავს, ყველანაირად ვცდილობდი აღდგენითი კურსის მალე გავლას და დროულად დაბრუნებას, ჩემთვის ეს თვეები ძალიან გაიწელა, ახლა კი სრულიად ჯანმრთელი ვარ და "ბლანკოსის" დახმარება შემიძლია. ვგონებ, სათადარიგოთა სკამზე არასდროს დავჯდები, ჩემი მიზანი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებაა, სხვაგვარად უბრალოდ ვერ წარმომიდგენია."

"დაბრუნებით უბედნიერესი ვარ და ვთვლი, რომ ამაში პირველი რიგში ჩემი მეუღლე და მშობლები დამეხმარნენ, მათი მხარში დგომა რა თქმა უნდა უპირიველესი იყო და მადლიერი ვარ, ასევე მხარში მედგნენ თანაგუნდელები, მე ყველას დიდ მადლობას ვუხდი. ახლა არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში, რადგან დიდი ხანი გამიცდა, მაგრამ თქვენ სულ მალე იხილავთ ნამდვილ რიკის, რომელსაც შეუძლია მეტოქის კართან სიმწვავის შექმნა. სამეფო კლუბში დიდი კონკურენციაა, მაგრამ არაფრის მეშინია, რადგან ვთვლი, რომ ძირითადში ადგილს სულ მალე დავიბრუნებ."

"ასევე დიდ მადლობას ვუხდი ჟოზე მოურინიოს, რომელიც დიდი ხანი მამხნევებდა, მე მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს."

"ოჯახის წევრებისა და გუნდის კოლექტივის გარდა მხარში "რეალის" ფანები და მეგობრებიც მედგნენ, რაც უფრო დიდ ძალას მაძლევდა, ბევრჯერ დამკავშირებიან ტელეფონზე და ინტერნეტის საშუალებით და გამუმხნევებივარ, ეს რა თქმა უდიდესი სტიმული და სიამოვნებაა."

"გონსალო იგუაინი ტრავმირებულია და მე მას მხარში ვუდგავარ, რადგან ვიცი თუ რამხელა დარტყმაა ფეხბურთელისთვის მინდვრიდან დიდი ხნით ჩამოცილება. იმედი მაქვს ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც საჭიროა და გონსალო დროულად დაგვიბრუნდება, არგენტინელი მოთამაშე ჩვენი გუნდის უდავო ლიდერია."

"ჩემთვის 20 წუთი თამაშიც ბევრს ნიშნავდა, რადგან დიდი ხანი არ მქონდა ნათამაშები. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებ, ადრე ცენტრ ფორვარდადაც მითამაშია და თუ გუნდს დასჭირდება, მე ამ პოზიციაზეც დავდგები. "ბლანკოსში" დიდი კონკურენციაა, რაც რა თქმა უნდა მოტივაციას ზრდის, მოტივაცია კი თამაშის ხარისხის მატებას იწვევს, საბოლოოდ კი "რეალი" უდიდეს შედეგამდე მივა." dle 10.1

  • Hala
  • 4 იანვარი 2011
  • 2280
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)