"ხეტაფეს" ისტორია

როგორც იცით დღეს მადრიდის "რეალი" 2011 წლის პირველ მატჩს გამართავს "ხეტაფეს" წინააღმდეგ. გთავაზობთ ამ კლუბის ისტორიას...


სრული სახელი: Getafe Club de S.A.D.

ზედმეტსახელი: მუქი ლურჯები

დაარსების თარიღი: 1983 წელი

სტადიონი: ალფონსო პერესის კოლიზეუმი (ტევადობა - 17 700)

მწვრთნელი: მიჩელი

პრეზიდენტი: ანხელ ტორეს სანჩესი




დასაწყისი


"ხეტაფე" დაარსდა ქალაქ ხეტაფეში,რომელიც მადრიდის მეტროპოლიტენში შედის. თავდაპირველად კლუბს საფუძველი ჩაეყარა 1946 წელს, ხოლო შემდგომ 1983 წელს ჩამოყალიბდა დღევანდელი "ხეტაფე".

1945 წლის მიწურულს ხეტაფეს რამოდენიმე მცხოვრებმა შექმნა სამოყვარულო გუნდი. მას შემდეგ რაც მათ აღმოაჩინეს,რომ მათ აშკარად შეწევდათ ძალა სამოყვარულო გუნდი გარდაექმნათ პროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდად, გადაწყვიტეს შეკრებილიყვნენ ბარ "ლა მარკუესინაში" და მორიგი ესპანური კლუბი ჩამოეყალიბებინათ. ენრიკე კონდეს გარსია, აურელიო მირანდა ოლავარია, ანტონიო კორიდორ ლოზანო, მანუელ სერანო ვერგარა და მიგელ კუბერო ფრანცესი - ეს ის ადამიანები არიან,რომლებმაც 1946 წლის 24 თებერვალს ჩამოაყალიბეს საფეხბურთო კლუბი - Club Getafe Deportivo.

კლუბი 1976 წლამდე პრაქტიკულად არ ჩანდა საფეხბურთო ასპარეზზე. დაარსებიდან 24 წლის განმავლობაში მაშინდელი "ხეტაფე" რეგიონალურ ტურნირებში "მოღვაწეობდა". 1970 კლუბის მწვრთნელად ფრანცისკო ვარა დაინიშნა. ამ წელსვე მან შეძლო და კლუბი "ტერკერა" დივიზიონში გადაიყვანა. ხოლო 6 წლის შემდგომ "ხეტაფე" "სეგუნდა" დივიზიონში დაბინავდა.


გაუქმება


1976-1982 წლებში "ხეტაფე" "სეგუნდა" დივიზიონში გამოდიოდა და ძალიან არადამაჯერებლად. 6 წლის განმავლობაში კლუბი ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა. 1978 წელს მათ პირველად ითამაშეს "კოპა დელ რეიზე" . მეთექვსმეტედფინალში მათ შინ "ბარსელონასთან" ფრედ 3-3 ითამაშეს, მაგრამ კატალონიაში 0-8 დამარცხდნენ.

ამ დროის განმავლობაში "ხეტაფე" განიცდიდა ფინანსურ პრობლემებს. ერთი პერიოდი ამ კლუბს "რეალიც" კი პატრონობდა. 1982 წელს "ხეტაფე" კატასტროფის წინაშე დადგა. კლუბს იმის საშუალებაც კი არ ქონდა,რომ ფეხბურთლებისთვის ხელფასები დაერიგებინათ. ამ წელსვე Club Getafe Deportivo გაუქმდა ისე,რომ ერთი ტიტულიც კი არ მოუგია.


თავიდან დაარსება


1983 წლის 8 ივლისს კლუბი ხელმეორედ დაარსდა. "ხეტაფეს" სათავეში მოვიდა ახალი დირექტორი და მწვრთნელი, რომელთაც კლუბს ახალი სული ჩაბერეს. სწორედ ამ წლიდან დაიწყო "ხეტაფეს" აღმავლობა. "მუქმა ლურჯებმა" "სეგუნდა" დივიზიონში სტაბილური გამოსვლა დაიწყეს, თუმცა ვერა და ვერ ეღირსნენ "ლა ლიგაში" გადასვლას. ამას ისიც დაემატა,რომ 2000 წელს კლუბის წამყვანი ფეხბურთელი და უდავო ლიდერი სებასტიან გომესი მოკლეს. ამან დაღი დაასვა "ხეტაფეს". ამ წელსვე იგი "ტერკერაში" ჩამოქვეითდა, თუმცა გონს მალევე მოეგო და იმდენი მოახერხა,რომ 2004 წელს "ლა ლიგაშიც" მოხვდა. 7 წლის განმავლობაში ის "პრიმერას" უცვლელი წევრია და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება.


რაც შეეხება ტიტულებს. "ხეტაფეს" ჯერ არანაირი ტიტული არ აქვს მოგებული. 2006-2007 წლების სეზონში ზამორას ჯილდო აქვს აღებული რობერტო აბონდანსიერს. კლუბმა არსებობის ისტორიაში 7 სეზონი "ლა ლიგაში", 6 - "სეგუნდაში", 11 - "სეგუნდა ბ-ში", 1 - "ტერკერაში", ხოლო 3 - რეგიონალურ ლიგაში გაატარა. კიკე სანჩეს ფლორესი, ბერნდ შუსტერი და მიხაილ ლაუდრუპი - ეს ის ცნობილი მწვრთნელებია, რომელთაც "ხეტაფეში" აქვთ ნამუშევარი.


სტატიის ავტორი: WIShMASTER





dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)