ბენზემა: "იმედი მაქვს სეზონის ბოლოს სიბელესზე ვიზეიმებთ"

მადრიდის რეალის ფორვარდმა კარიმ ბენზემამ ისაუბრა ესპანურ გამომცემლობა AS-თან.


"2011 წელს მსურს კარგ ფორმაში ვიყო. დიდი ხანია ზედიზედ ძირითადში ამდენჯერ არ მოვხვედრილვარ, ამ ყველაფრის წყალობით გუნდთან ინტეგრაცია და შეთამაშება მოვახერხე, თუმცა რაც ყველაზე მთავარია მომემატა სისწრაფე და უფრო აქტიურად დავიწყე თამაში. იმედი მაქვს ყოველ მატჩში მინიმუმ ერთხელ დავლაშქრავ მეტოქეთა კარს და სეზონის ბოლოს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად სიბელესზე ვიზეიმებ."

"23 წლის ვარ და ვირიცხები მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. დარწმუნებული ვარ ჩემი კვალიფიკაცია შეესაბამება იმ გუნდს, რომელშიც ახლა ვირიცხები. აგრეთვე ვიცი, რომ ძირითადში თამაში დამეხმარება ძველი ფორმის დაბრუნებაში და კვლავ დავიწყებ ბევრი გოლის გატანას. უკვე წელიწად-ნახევარია მადრიდის რეალში ვთამაშობ და ძალიან ბევრი რამის ვისწავლე. მივხვდი, რომ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომო, რათა ძირითადში მოვხვდე და გულშემატკივრებს ლამაზი თამაშით უნდა მოვაწონო თავი."

"როგორც იქნა ვიპოვე ჩემი თამაში და კვლავ დავიწყე გოლების გატანა. აგრეთვე ვაკეთებ საგოლე გადაცემებს, რაც ძალიან მომწონს. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებ. დარწმუნებული ვარ ლიონის ბარიერს გადავლახავთ, რადგან მათზე უკეთესად გამოვიყურებით, თუმცა მოდუნების საშუალება არ გვექნება."

"ძალიან გაგვიხარდა, რომ გულშემატკივრები ესწრებოდნენ ჩვენს ვარჯიშს. ამ ყველაფერმა ჩვენთან დადებითი მუხტი მოიტანა და უფრო მეტი თავდადებით ვვარჯიშობდით. სასიამოვნოა, როდესაც გულშემატკივრების მხარდაჭერას ხედავ მიუხედავად წვიმისა და სიცივისა. ეს ჩვენთვისაც და მათთვისაც კარგი საშობო საჩუქარი იყო."

"მწვრთნელმა ძალიან ბევრი დავალება მომცა, როგორც ფიზიკური ასევე ტაქტიკური, რომელის შესრულებასაც პირნათლად ვცდილობდი, იმედი მაქვს მზად ვარ ორივე ასპექტში. მოურინიო დიდებული თავკაცია, მან იცის თუ როგორ უნდა მოიპოვოს თავისი შეგირდების პატივისცემას და ძალიან მიხარია, როდესაც იგი მენდობა."

"ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ პერესს. ის ყოველთვის მგულშემტკივრობს. ხშირად მირეკავს ტელეფონზე, როდესაც გამხნევება მჭირდება. ძალიან დიდ პატივს ვცემ მას. მას მე ჩემი კარგი თამაშით უნდა ვუპასუხო."

"კრიშტიანო რონალდო არის უმაღლესი კლასის ფეხბურთელი. ის ფეხბურთით სუნთქავს და ცხოვრობს. დანარჩენი ფეხბურთელებიც კარები არიან, მაგრამ როდესაც ბურტი მაქვს ყოველთვის რონალდოს ვეძებ, რადგან მან იცის როგორ უნდა განკარგოს შეტევა." dle 10.1

  • SunSay
  • 3 იანვარი 2011
  • 2240
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)