რეალი სერხიო არაუხოს შეძენით დაინტერესდა

ესპანურმა პრესამ მადრიდის რეალს არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირა. დღეს კი გამომცემლობა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბს ბოკა ხუნიორსის ახალგაზრდა 18 წლის თავდამსხმელის სერხიო არაუხოს შეძენა სურს.


როგორც მოგეხსენებათ მადრიდის რეალმა ბოკა ხუნიორსიდან გაგო შეიძინა, ამ ფეხბურთელმა ბევრის აზრით ვერ გაამართლა მადრიდის რეალში, თუმცა მისი ტრანსფერისას ბლანკოსის ხელმძღვანელობა შეუთანხმდა ბოკას მესვეურებს, რომ მათ ექნებოდათ პრიორიტეტი ოთხი უნიჭიერესი ბავშვის ტრანსფერში ესენი იყვნენ: ეზეკილ მუნოსა (ცენტრალური მცველი), გონსალო კაბრერი (მარჯვენა ნახევარმცველი), ფრანკო ფრაგაპანე (თავდამსხმელი) და სერხიო არაუხო (თავდამსხმელი). სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჯერა არჩევანი მადრიდის რეალმა.

AS-ის ცნობით სამეფო კლუბს ჯერ კიდევ 2009 წელს სურდა ამ ფეხბურთელის შეძენა, თუმცა ტრანსფერზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა: "რა თქმა უნდა პუნქტი, რომელიც კონტრაქტში არის ჩადებული ძალიან მიმზიდველია, მაგრამ მსურს ჩემი შესაძლებლობები ჯერ ბოკაში დავამტკიცო და დავრწმუნდე, რომ ღირსი ვარ ვითამაშო ისეთ დიდებულ კლუბში, როგორიც მადრიდის რეალია."

არაუხოს დებიუტი ბოკაში 2009 წელს შედგა, თუმცა იმ წელს იგი კვლავ აკადემიის ფეხბურთელად ითვლებოდა, ერთი წლის შემდეგ კი იგი ძირითად გუნდში გადავიდა. 2010 წელს მან მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო, თუმცა ამ ბურთით მან გააოცა საფეხბურთო სამყარო, სერხიომ შეძლო სამი მცველის მოტყუება რის შემდეგაც ზუსტი დარტყმით კარიერაში პირველი გოლი ჩაიწერა. ბოლო მატჩებში არაუხო ბოკას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და მარტინ პალერმოსთან ერთად უტევს მეტოქე გუნდების კარს.

სერხიომ 17 წლამდელთა საკონტინენტო ჩემპიონატზე 3 გოლის გატანა შეძლო, ამდენჯერვე დალაშქრა მეტოქეთა კარი ნიგერიის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მადრიდის რელის კანტერანოები: სარაბია და მორატა ბრწყინავდნენ.

ახლა ფეხბურთელს ლათინური ამერიკის 20 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი ელის, სადაც იგი არგენტინის ნაკრების ღირსებას დაიცავს და წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში მისი შეძენით უამრავი გრანდი დაინტერესდება და მადრიდის რეალს პრიორიტეტი ექნება მის ტრანსფერში, რომელიც შესაძლოა გმოიყენოს კიდეც.



ინფორმაციის წყარო: AS.Com dle 10.1

  • SunSay
  • 30 დეკემბერი 2010
  • 2929
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (309)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)