ლეონი : "დიდი მხარდაჭერა გვაქვს"

მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველი, პედრო ლეონი, დღევანდელი სავარჯიშო სესიის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზისკენ გაემართა და ჟურნალისტებთან ისაუბრა...


"მომზადება უკვე დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებითაც, მომდევნო შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან 2011 წლის პირველი შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ უნდა დასრულდეს."

"ყველამ იცოდეთ, რომ მე "ხეტაფეში" თამაშის დროს ძალიან დავიხვეწე და ამ გუნდის გულშემატკივარი ყოველთვის ვიქნები, მაგრამ ამჟამად მადრიდის "რეალის" ღირსებას ვიცავ და ყველაფერს სწორედ "ბლანკოსის" წარმატებისათვის გავაკეთებ. ხსენებულ გუნდთან გამარჯვება უმნიშვნელოვანესია."

"დღევანდელ ვარჯიშს 5 000 ადამიანი ესწრებოდა და ყველა "ბლანკოსს" სკანდირებდა, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმული იყო. გუნდი დიდ მხარდაჭერას გრძნობს, რაც რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და დარწმუნებული ვარ მადრიდული ინჩადა გაიხარებს."

"კაკა უკვე ფორმაში შედის და სულ მალე მოედანზე გასვლას შეძლებს, რაც გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც რიკისთვის, ბრაზილიელი მოთამაშე "ბლანკოსს" სერიოზულ ძალას მისცემს და ტიტულებისთვის ბრძოლაში დაეხმარება, კაკა უმაღლესი დონის მოთამაშეა და ამაში ეჭვი მხოლოდ სულელს ეპარება."

"გუნდში მეგობრული ატმოსფერო სუფევს და ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებებია, იმედი მაქვს 2011 წელს ბევრჯერ ჩავიწერთ 3 ქულას აქტივში და ჩემპიონატს პირველ ადგილზე დავასრულებთ." dle 10.1

  • Hala
  • 30 დეკემბერი 2010
  • 2854
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)