პეპე : "მიხარია, რომ რონალდო ასე კარგად მოერგო რეალს"

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მცველმა, კლეპერ პეპემ განაცხადა, რომ მას უხარია რონალდოს ამხელა წარმატება...


"2010 წელი კრიშტიანოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა, რაც მადრიდის "რეალში" ასპარეზობის დროს რა თქმა უნდა ურთულესია, რადგან "ბლანკოსში" თამაში უდიდეს ფსიქოლოგიურ გამძლეობას მოითხოვს. აქ ინჩადა ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს."

"კრიშტიანომ პირველივე სეზონში დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეა და მადრიდის "რეალის" უდავო ლიდერი გახდა, შარშანდელი სეზონის სტარტიდანვე კარგად ჩანდა, რომ მადრიდულ ფილოსოფიას ჩემი თანამემამულე სულ მალე მოერგებოდა, შედეგმაც არ დააყოვნა და კრიშტიანომ უამრავი ბურთის გატანა შეძლო."

"წელს სიტუაცია თითქმის იგივენაირად ვითარდება, რონალდომ უკვე ბევრჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, ფაქტიურად სეზონის ნახევარიც არ არის გასული და მას უკვე ამხელა შედეგი აქვს, ჩემი თანამემამულე ძალიან კარგად ერგება მადრიდს და მშვენივრად გრძნობს თავს ესპანეთის დედაქალაქში."

"2011 წელს ჩვენ ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ წარმატებაში, წინსლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი რონი იქნება, იგი კიდევ ბევრ გოლს გაიტანს მეტოქეთა კარში." dle 10.1

  • Hala
  • 29 დეკემბერი 2010
  • 2434
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)