"სიტი" კვლავ ინტერესდება კაკას შეძენით

მოგეხსენებათ, მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობა რიკარდო კაკას შეძენით ჯერ კიდევ მაშინ იყო დაინტერესებული, როცა იგი იტალიური "მილანის" ღირსებას იცავდა, მაგრამ ყველაფერი ფლორენტინო პერესის სასიკეთოდ გადაწყდა და რიკიმ "ბლანკოსის" ფორმა მოირგო...


უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველის შეძენით მილანის "ინტერია" დაინტერესებული. მასიმო მორატი ამ საკითხთან დაკავშირებით სექტემბრიდან მუშაობს და რიკის გადაბირება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს. კაკა ასევე ძალიან ესიმპატიურება "ნესაძურის" ახალ დამრიგებელს.

დღეს გავრცელებული ინფორაციით კი რიკარდოს შეძენით მანჩესტერ "სიტი" კვლავ ინტერესდება და სერიოზული თანხის გადახდას აპირებს, რათა კონკურენცია გაუწიოს იტალიურ გუნდს.

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ რამდენჯერმე მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, დედაქალაქელთა თქმით კაკა არ იყიდება, მაგრამ მას მაინც არ ეშვებიან მსურველები.

სავარაუდოა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რიკარდოსთან დაკავშირებით მაინც დიდი მითქმა-მოთქმა იქნება, მაგრამ მისი გუნდიდან წასვლის შანსი ძალიან მცირეა. dle 10.1

  • Hala
  • 29 დეკემბერი 2010
  • 2266
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)