ფელიქს მოურინიო : "ჟოზე არასდროს ეცემა"

მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი მწვრთნელის მამამ, ფელიქს მოურინიომ, რომელიც ერთ დროს ლეგენდარული გოლკიპერი იყო ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც მრავალი თემა მიმოიხილა...


მოგვიყევით იმის შესახებ თუ როგორ დაიწყო თქვენი კარიერა...

იმის თქმა მსურს უპირველესად, რომ ხალხმა ცრუ ინფორმაცია იცის ჩემ შესახებ. საფეხბურთო კლუბ "სეტუბალის" პრეზიდენტი არა მამაჩემი, არამედ ჩემი "სიმამრი" იყო. ყველა მინდა იცოდეთ, რომ სხვადასხვა წყაროებში ტყუილი ინფორმაციაა.

კარიერის დასაწისის შესახებ რას გვეტყვით?

ჩემი კარიერა ეზოში დაიწყო თანატოლ მეგობრებთან ერთად, შემდეგ კი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერისკენ ავიღე გეზი. მაშინ სულ სხვა დრო იყო.

რა განსხავებაა მაშინდელ ფეხბურთსა და დღევანდელ შორის?

განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მე პირადად ვარჯიშებს უხელთათმანოდ ვატარებდი და ეს დიდ მოტივაციას მაძლევდა. ცოტა რთულია დამცავის გარეშე მომზადება, მაგრამ პირველობისათვის ნამდვილად ღირს.

კიდევ რას განასხვავებდით?

ახლანდელი მეკარეები გაცილებით უფრო თავდაჯერებულები არიან და ეგრედწოდებული "მკვდარი" ბურთის აღებაც შეუძლიათ, მაშინ კი ეს ყველაფერი უფრო რთულად გვესახებოდა.

ახლა შეძლებთ თამაშს?

არამგონია, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მაქვს.

მაშინდელი დროის საუკეთესო მეკარედ ვის დაასახელებდით?

დამაშს. ის სანტანდერული "რასინგის" ღირსებას იცავდა და საუკეთესოდ ვთვლიდი. ხშირად მადარებდნენ ამ ადამიანს და ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო.

შეგეძლოთ ესპანურ გუნდში თამაში?

ნამდვილად არა, რადგან მაშინ ეროვნებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პორტუგალიელი მოთამაშეები ეროვნული გუნდების ღირსებას ვიცავდით.

დაასახელეთ ფორვარდები, რომლებთანაც ძალიან გიჭირდათ გამკლავება...

ესეინი არიან ეუსებიო და მატადეუ. ორივე გენიალური ფორვარდი იყო. ეუსებიუს უზუსტესი დარტყმა ჰქონდა და მისი მოგერიება ყოველთვის რთული იყო, მატადეუ კი სიძლიერეზე გათვლილ დარტმებს ანხორციელებდა და ეს ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდიოდა.

ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად გითამაშიათ?

ერთადერთხელ. მაშინ კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. მშვენივრად მახსოვს მწვრთნელის სიტყვები : "როდესაც დი სტეფანო ბურთს მიიღებს, მაქსიმალური მობილიზება და ყურადღება გამოიჩინე, იგი ძალიან სახიფათოა."

პელესთან გითამაშიათ?

არა, არასდროს.

ვინ არის ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე?

ცოტა ხნის წინ, რომ გეკითხათ პიოტრ ჩეხს დავასახელებდი, მაგრამ ამის შემდეგ მან თავზე ტრავმა მიიღო და კარიერის უკუსვლაც დაიწყო, ახლა იგი აღარ არის მოწოდების სიმაღლეზე, დღეს საუკეთესო მეკარე უდავოდ იკერ კასილასია.

კასილასის რა თვისებას გამოარჩევდით?

იგი ძალიან მდგრადია და ყოველთვის თავშეკავებული, რაც მეკარისთვის უმნიშვნელოვანესია. ბატონი იაშინი იტყოდა : ""ფეხებზე მდგარი მეკარე, ორი ძირს მყოფის ტოლიაო" იკერი მხოლოდ მაშინ წვება, როდესაც საჭიროება მოითხოვს.

იაშინს კარგად იცნობთ?

არა, მაგრამ ამ ადამიანს უდიდეს პატივს ვცემ. ჩვენ ერთხელ ერთად ვიმგზავრეთ თვითმფრინავით და ის დრო არ მავიწყდება.

სანტიაგო ბერნაბეუზე გითამაშიათ?

დიახ, "ბერნაბეუს" პუბლიკა მხურვალედ უჭერს მხარს ადგილობრივ კლუბს. სტადიონზე ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა შექმნილი, რაც ძალას მატებს ფეხბურთელებს.

ხენტომ სწორედ ამ დროს გაიტანა ბოლო გოლი კარიერაში?

დიახ. პენალტით.

გაატანინეთ მას?

არა, მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ბურთი მომეგერიებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ჟოზეს მთავარი დამხმარე ყოველთვის თქვენ იყავით?

დიახ, მე მას თვითდაჯერებულობას ვუნერგავდი, იგი დადიოდა ვარჯიშებზე და ყველაფერს ბლოკნოტში იწერდა, ჟოზე ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში.

როგორი იყო მოურინიო პატარაობისას?

ჟოზე ძალიან მეგობრული ადამიანი იყო და არის, მისმა ყველა ახლობელმა მშვენივრდ იცის მისი ხასიათის შესახებ, მას ბრწყინვალე პიროვნებად შევაფასებდი.

ჟოზესგან ყველაზე კარგ რჩევას ხომ ვერ გვეტყოდით?

მან საფეხბურთო თვალსაზრისით ერთხელ მართლაც კარგი რამ მირჩია. დანარჩენი ყველაფერი კი ყოველთვის ისე მიმდიოდა, რომ რჩევის მოცემა არ მჭირდებოდა.

რამდენი წლის იყავით, როდესაც ნაკრების ფორმა ჩაიცვით?

32. ეს იყო ენით აღუწერელი სიამოვნება და განცდა ჩემ ცხოვრებაში. dle 10.1

  • Hala
  • 27 დეკემბერი 2010
  • 2142
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)