ისინი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ

ისინი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალმა ესპანეთის თასზე ლევანტე გაანადგურა ანგარიშით 8-0. ამ თამაშის შესახებ უკვე ბევრი სტატია დაიდო და მრავალი კომენტარიც დაიწერა. ნუ მოკლედ, ამ შეხვედრის შესახებ თქვენ ბევრი რამ იცით, მაგრამ მაინც, მე მინდა მატჩში (და არამარტო მატჩში) მომხდარ რამოდენიმე საინტერესო ეპიზოდზე გავამახვილო ყურადღება.


პირველ რიგში, რა თქმა უნდა აღსანიშნავია კარიმ ბენზემას შესანიშნავი თამაში. ფრანგმა ნამდვილად შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა და ყველას დაანახა თავისი მაღალი კლასი.ალბათ, დამეთანხმებით, რომ სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ძალიან კარგი შედეგია. მატჩის შემდგომ ინტერვიუში ბენზემამ განაცხადა: "აშკარაა, რომ ჩემი თამაშის ხარისხი უმჯობესდება, ვფიქრობ ეს გასაკვირი არაა, რადგან ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო, აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას, რათა თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესო". ვიმედოვნებ კარიმი ასეც მოიქცევა.
როგორც დღეს ხორხე ვალდანომ განაცხადა:
"ბენზემა უდიდესი პოტენციალის ფეხბურთელია და თუ მას თამაში წაუვიდა, მისი შეჩერება შეუძლებელია". დარწმუნებული ვარ, თუ ფრანგი რეალში ბოლომდე გაიხსნება, სამეფო კლუბის ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.


ეს კი ბენზემას პირველი გოლი, რომელიც მან თავისი კუმირის რონალდოს სტილში გაიტანა.




ამ თამაშში კარიმი კიდევ ერთი ეპიზოდის გმირი გახდა, როცა მას ლევანტეს მე-5 ნომერმა რობუსტემ სახეში ხელი ჩაარტყა, ბენზემა სწრაფად წამოდგა, გაემართა ლევანტეს ფეხბურთელისაკენ და რააღაც კითხვა დაუსვა.... ნუ მოკლედ აღარ გავაგრძელებ თქვენით შეაფასეთ სიტუაცია.



რეალი ერთ კვირას დაისვენებს, იმედია მადრიდელთა 9 ნომერი ამ დროს არა გართობაში, არამედ ვარჯიშში გაატარებს და შემდეგ შეხვედრაში ყველას დაუმტკიცებს, რომ ეს ჰეთ-ტრიკი არ იყო შემთხვევითობა.



მინდა კიდევ ერთ ფეხბურთელზეც გამოვთქვა ჩემი მოსაზრება. ეს ანხელ დი მარიაა. სეზონის დასაწყისში ანხელს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, დღეს კი ის რეალის ერთერთი ლიდერია. დი მარიამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და ჩემი აზრით, კარიმთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო, მან სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. მთელი თამაშის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა ლევანტეს მცველებს მოედნის ნებისმიერი წერტილიდან, ეს იქნებოდა ფლანგები თუ ცენტრი. არგენტინელი ფეხბურთელი ძალიან სწრაფია. მას ყველასგან გამორჩეული თამაშის სტილი აქვს და რაც მთავარია ანხელი ძალზრდ სასარგებლო ფეხბურთელია. ის ძალიან ბევრს მოძრაობს და გუნდს ეხმარება, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც.


ეს ანხელის ერთერთი ეპიზოდია, როცა ის თავისი დრიბლინგის გამოყენებით შევიდა საჯარიმოში და კარის მიმართულებით დაარტყა ბურთს.





დღესდღეობით, არგენტინელი სამეფო კლუბის საუკეთესო შენაძენად ითვლება და ეს ბუნებრივია. ის შესანიშნავ სეზონს ატარებს, თუმცა არ უნდა ამას წერა, ამაში (ალბათ) თქვენითაც დარწმუნდებით, როცა ანხელ დი მარიას უახლეს ვიდეოს ნახავთ, სადაც შესულია მისი შესანიშნავი თამაში მადრიდის რეალის შემადგენლობაში.







ამ სტატიის მესამე გმირი ახალგაზრდა ფეხბურთელი ალვარო მორატაა. ჟოზე მოურინიომ მას, მოედანზე სათამაშო 30 წუთი აჩუქა. უნდა ითქვას, რომ მორატამ ჟოზეს მადლობა ნამდვილად გადაუხადა, რადგან მე-8 გოლში მისი ღვაწლი უფრო დიდი იყო, ვიდრე თვით გატანილი გოლის ავტორის. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა:
"შესანიშნავი იყო იმის გაგონება, როგორ სკანდირებდა "ბერნაბეუ" ჩემს სახელს".
ალვარო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ იმედია მას თავში არ აუვარდება იმ პოპულარობის გამო, რომელიც მას სამეფო კლუბის გულშემატკივრებში გააჩნია. მორატამ აუცილებლად უნდა განაგრძოს ბევრი მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე წელიწადში ის მადრიდის რეალის ერთერთ ლიდერად მოგვევლინება.


ეს კი არის ვიდეო, ალვარო მორატას თამაში ლევანტეს წინააღმდეგ.






და ბოლოს, არ შემიძლია არ შევეხო ჟოზე მოურინიოსაც. ის შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ძალიან კმაყოფილი იყო შედეგით და საქებარი სიტყვები არ დაიშურა თავისი ფეხბურთელების მიმართ, მაგრამ მე მინდა ყურადღება ჯოზეს გუშინ გაკეთებულ ინტერვიუზე გავამახვილო, რომელიც marca-ს ჟურნალისტებს მისცა. პორტუგალიელმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა: "ეს იყო დიდებული შეხვედრა. სეზონის მშვენიერი დასასრული. ვფიქრობ, წლევანდელი სეზონი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში, სადაც 60 გამარჯვებმა მოვიპოვე ჩემს გუნდებთან ერთად. ყველა ტიტული მოვიგე, რაც შესაძლებელი იყო. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მე ვიმსახურებ საუკეთესო მწვრთნელის წოდებას და არა დელ ბოსკე".
.
რეალის შესახებ, მან შემდეგი განცხადება გააკეთა: ჩვენ სეზონი შესანიშნავად დავასრულეთ, ბარსელონასთან განცდილი მარცხის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ რეალი დიდ ხანს გონს ვერ მოვიდოდა, თუმცა ყველამ დაინახა, თუ როგორი ძლიერი გუნდი მყავს. ბევრი ფეხბურთელი ძალზედ ახალგაზრდაა, თუმცა ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალები არიან. ასეთი ფორმაციის რეალი აუცილებლად დატოვებს თავის კვალს ფეხბურთის ისტორიაში.

მე ვეთანხმები ჟოზეს და დიდი იმედებით ველოდები მომავალ წელს. დროა დავივიწყოთ გასული "ელ კლასიკო" და ვაცადოთ გუნდს პროგრესირება, დარწმუნებული ვარ 2011 წელს ისინი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ...



სტატიის ავტორი: dato818 dle 10.1

  • dato818
  • 24 დეკემბერი 2010
  • 4382
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)