სჭირდება რეალს თავდამსხმელის დამატება ზამთარში?

ალბათ ამ კითხვაზე ყველა პოზიციები გაიყოფა და ზოგი კის იტყვის, ზოგიც არას. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მადრიდის რეალს არ ჭირდება თავდამსხმელი თუნდაც ეს კარლოს ტევესი ან ფერნანდო ტორესი იყოს.


მართალია გონსალო იგუაინი დამტვრეულია და ბენზემას სტაბილურობა აკლია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში თუ თეთრები კიდევ ერთ ფორვარდს შეიძენენ, კლუბში შეიქმნება რამდენიმე პრობლემა. პირველი ის არის, რომ ბენზემა ნელ-ნელა ფორმაში შედის მართალია ყოველ მესამე თამაშში იტანს გოლს, მაგრამ თუ თამაში წაუვიდა მისი შემჩერებელი არავინ არის, რაშიც დღესაც დავრწმუნდით, როდესაც 3 გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. იმ შემთხვევაში თუ "ბლანკოსი" შეიძენს ფორვარდს ეს იმას ნიშნავს, რომ კარიმი კვლავ სათადარიგო სკამს დაუბრუნდება და ეს კი თავისთავად ნიშნავს ბენზემას გუნდიდან ისე გაშვებას, რომ გულშემატკივართა უმრავლესობა სეზონის ბოლოს იტყვის: "აი ის რომ არ ეყიდათ და ბენზემას ეთამაშა ნახავდით რაც მოხდებოდა..." ამ პერიოდში კარიმს აქვს დრო იმის დასამტკიცებლად, თუ რა შეუძლია და რა არა. ჯერ-ჯერობით ფრანგი ფორვარდი ფორმაში შედის, თუმცა როგორც გამოჩნდა სტაბილურობა აკლია. ამიტომ ჯობია ბენზემას შანსი მივცეთ და თან სანამ პიპიტა დაბრუნდება 1/8 ფინალური მატჩის გარდა რეალს რთული შეხვედრები ნამდვილად არ ელის.

შემდეგი მიზეზი ჩემი აზრით არის მორატა, რომელსაც მეორეჯერ მიეცა შანსი და ყველას დანახა, მთავარ გუნდში თამაშის წყურვილი, ის მზად არის ბოლომდე იბრძოლოს, თუმცა მარტო მონდომება, რომ იყოს და თამაში არ შეეძლოს შეიძლება გვეთქვა, რომ მადრიდის რეალს სჭირდება კიდევ ერთი თავდამსხმელი, მაგრამ კანტერანო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელმაც იცის რა უნდა გააკეთოს, მას მეორეჯერ მიეცა თამაშის შანსი და შესანიშნავად გამოიყენა იგი. მერვე გოლი სრულიად მისი დამსახურებაა, იგი შესანიშნავად გაერკვა სიტუაციაში, "მოტეხა" მცველი და სახიფათოდ დაარტყა კარის მიმართულებიდ, ის ფაქტი მის ანგარიშზე სადებიუტო გოლი რომ არ ჩაიწერა, მოწინააღმდეგე გუნდის მეკარის დამსახურებაა. დაახლოებით ერთი თვის წინ დავწერე სტატია, რომლშიც გამოვხატე ჩემი აზრი იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბმა თავისი აღზრდილებით უნდა შეავსოს რიგები, შეიძლება ისინი ნაკლებად კვალიფიციურები არიან ვიდრე იგივე ოზილი, ხედირა, ან თუნცაც პედრო ლეონი, მაგრამ მათ უკვე იციან სამეფო კლუბის სიყვარული, რაც მათ თამაშში გამოიხატება. იგივე გრანერომ ბოლომდე იბრძოლა დღეს, ხოლო მორატამ უფრო მეტი ირბინა იმ 15 წუთში ვიდრე 75 წუთში ბენზემამ. ასე რომ ვფიქრობ ახალი ფორვარდის შეძენით, მორატა კვლავ კასტილიაში დაბრუნდება, მომავლ წელს კი როგორც მატა, ნეგრედო და სხვა მრავალი პერსპექტიული ფეხბურთელი სხვა გუნდში ამოყოფს თავს, სადაც ან დაიკარგება ან მადრიდის რეალს შეიძულებს. ასე რომ ჯობია მივცეთ ამ ბიჭს თავის გამოჩენის საშუალება, რა ვიცით იქნებ მისგან მეორე "რაული" დადგეს.

და ბოლო მიზეზი რის გამოც მადრიდის რეალმა არ უნდა იყიდოს თავდამსხმელი არის, უბრალოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა. ამ დროს კი მოგეხსენებათ სერიოზული ტრანსფერების განხორციელება შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში მადრიდის რეალმა ზამთარში შეძენილი ფეხბურთელებიდან იმავე სეზონში როგორც მე მახსოვს მხოლოდ ლასანა დიარამ გაამართლა, დანარჩენები კი ჟულიენ (თუ ჟულიან, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს) ფობერისნაირები აღმოჩნდნენ. არამგონია მადრიდის რეალმა მაღალი დონის ფორვარდი შეიძინოს, რომელიც გუნდს მაშინვე მოერგება. კლუბს ამის მწარე გამოცდილება აქვს, როდესაც ჰუნტელაარი შეიძინა და ნახევარ წელში, ნახევარ ფასად მილანს მიყიდა. ასე რომ შეჩვეული ჭირი გვერჩივნოს შეუჩვეველ ლხინს და ისევ ბენზემა გამოვიყენოთ და იმედი ვიქონიოთ, დიახ ვიქონიოთ ბენზემას გუნდში ყოფნას ყოლას ნამდვილად ვერ დავარქმევდი, მიუხედავად დღეს კარგად ჩატარებული შეხვედრისა. dle 10.1

  • SunSay
  • 23 დეკემბერი 2010
  • 2925
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)