მადრიდის "რეალი" - "ლევანტე"

"ლოს ბლანკოსმა" შესაძლოა 2010 წელი რეკორდით დაასრულოს ბერნაბეუზე


"მურსიას" გაგდების შემდეგ მადრიდის "რეალი" 1/8 ფინალში შეეცდება "ლევანტეს" ძლევას. მატჩი ოთხშაბათს გაიმართება. კრისტიანო რონალდოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან პორტუგალიელს გლანდები აწუხებს. ხაბი ალონსო და მარსელო, კი დაუბრუნდებიან მინდორს, "სევილიასთან" გამოტოვებული მატჩის შემდეგ. რამოსი მწვრთნელის გადაწყვეტილებით არ ითამაშებს, ხედირა ტრავმის გამო, ხოლო არბელოა გაძევების გამო.

მადრიდის "რეალი" 2010 წელს სამეფო თასის 1/8 ფინალის მატჩით დაასრულებს "ლევანტეს" წინააღმდეგ. მოგება არა მარტო რეკორდის მოსახსნელად აწყობთ მათ, არამედ იმიტომაც, რომ ვალენსიაში მშვიდად ჩაატარონ განმეორებით მატჩი. მაურინიოს მოთამაშეებმა თორმეტი ოფიციალურად ჩატარებული თამაშიდან ბერნაბეუზე, თორმეტივე მოიგეს. ისინი გამარჯვებების სერიის შენარჩუნებას ოთხშაბათსაც ეცდებიან.

მადრიდის "რეალი" - "ლევანტე"


"დიდ იმედებს ვამყარებთ სამეფო თასზე. ქომაგებს უნდათ, რომ გავიმარჯვოთ და ჩვენ კონკურენტუნარიან შემადგენლობით გამოვალთ." თქვა მწვრთნელის თანაშემწე აიტორ კარანკამ სამშაბთს გამართული პრეს-კონფერენციის დროს. გაურკვეველია ითამაშებს თუ არა კრისტიანო რონალდო, რადგან ის სამშაბთს ჩატარებული ვარჯიშის დრო სახლში გააგზავნეს გლანდების გამო. ხედირა ნამდვილად ვერ ითამაშებს ტრავმის გამო, არბელოას ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და რამოსი კი განაცხადშიც არ მოხვედრილა. ხაბი ალონსო და მარსელო დაბრუნდებიან.

"ლევანტემ" ხერესი გამოაგდო თასიდან და დედაქალაქს სრული ძალებით ესტუმრა. ფელიპე კაისედომ გუნდის ბოლო სამ თამაშში გაიტანა გოლი და ის შეტევაში მთავარი საფრთხე იქნება. დაცვაში ისეთი ტალანტები იქნებიან როგორებიც არიან ხავი ვენტა, ნანო, ბალესტეროსი, დელ ორნო და სერხიო.

"კარგ ფორმაში ვართ და ეს უნდა გამოვიყენოთ ისტორიის შესაქმნელად." განაცხადა "ლევანტეს" მეკარე ლუის გარსიამ (ლუის გარსია "პანათინაიკოსის" ფეხბურთელია და "ლევანტეს" საერთოდ არ ჰყავს ასეთი ფეხბურთელი, მაგრამ "რეალის" ოფიციალურ საიტზე ასე ეწერა: advised Levante skipper Luis Garcia), "გამარჯვება გვინდა, მაგრამ თუ ფრეს ვითამაშებთ იმედია ეს გოლებით მოხდება. განმეორებით შეხვედრა სახლში გვაქ ჩასატარებელი და არავინ იცის რა მოხდება ფეხბურთში. მადრიდი სახლში გამარჯვების იმედით უნდა დავტოვოთ."

მადრიდის "რეალი" - "ლევანტე"


თეთრებისთვის არ იქნება ადვილი გამარჯვება რვა ფეხბურთელის არ ყოფნის დროს: ხედირა, იგუაინი, კანალესი, დუდეკი, კაკა, გაგო, არბელოა და რამოსი. მაგრამ სახლში მოგებული ყველა შეხვედრის, 39 გატანილი და შინ მხოლოდ 4 გაშვებული გოლის წყალობით მადრიდის "რეალის" თავდაჯერებულობა იზრდება.

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 22 დეკემბერი 2010
  • 2474
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)