"ამ გუნდს მეოთხედფინალში შეუძლია გასვლა"

ემილიო ბურტაგენიომ და მიგელ პარდესამ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგი განიხილეს


ემილიო ბუტრაგენიომ და მიგელ პარდესამ, რომლებიც ესწრებოდნენ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას ნიონში, კომენტარი გააკეთეს მადრიდის "რეალის" შეხვედრაზე "ლიონის" წინააღმდეგ.

ბუტრაგენიო:
"ეს არის ულმობელი და ამაღელვებელი შეჯიბრი. "ლიონს" შევხვდით და ამას უნდა შევეგუოთ. დღეს დღეობით ფეხბურთში თანასწორობაა. თამაშში ყველა ასპექტი მნიშვნელოვანია. კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ განმეორებითი შეხვედა შინ გაიმართება. მეოთხედფინალში გასვლაზე ბევრად უფრო მეტს შეგვიძლია მივაღწიოთ. ვნახოთ რა ფორმაში ვიქნებით თებერვალში. დროა 1/8 ფინალური ეტაპის დაძლევის."

პარდესა:
"შარშანდელი წაგება გონებიდან არ ამოგვირეცხია და წელს გუნდმა უნდა დაძლიოს 1/8 ფინალური ეტაპი. გუნდი მზადაა და ის ძალიან ახლოს იცნობს "ლიონს". სახალისო თამაში იქნება.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ ორი წლის განმავლობაში ერთიდაიგივე ოპონენტთან შეხვედრა კარგია. შარშან რაც მოხდა შეიძლება ჩვენ საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. მადრიდში პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეორე ნახევარი ასე კარგად არ ჩაგვიტარებია. სასურველი შედეგის მისაღებად მობილიზებულნი უნდა ვიყოთ. ჩვენ ფოკუსირებულნი ვიქნებით. გუნდს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს."

"ამ გუნდს მეოთხედფინალში შეუძლია გასვლა"


ლიონის "ოლიმპიკის" პრეზიდენტი ჯინ მიკელ აულასი:
"ძნელია ფავორიტის გამორჩევა. მადრიდი ახლა უფრო ძლიერია ვიდრე შარშან, რაც მატჩს საინტერესოს ხდის. მათ დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ჩვენ დასაძლევად."

"ბენზემას ძალიან უყვარს "ლიონი" და ვიმედოვნებ, რომ ეს მატჩი მისთვის მნიშვნელოვანია. ის კარგ სიტუაციაშია ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 18 დეკემბერი 2010
  • 2103
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)