კრიშტიანო რეკორდებს ამყარებს

კრიშტიანო რონალდო წლევანდელ სეზონში ძალიან ბევრი გოლის გატანას ახერხებს და იგი რეკორდებს უახლოვდება. ამ დროისთვის პორტუგალიელი მოთამაშის ანგარიშზე ლა ლიგაში 17 გოლია, რაც ნამდვილად დიდი შედეგია. კრიშტიანო ასევე ბრწყინვალედ ასრულებს სტანდარტებს, ამ სეზონში მან პრიმერა დივიზიონში 2 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 1.


"სარაგოსასთან" გატანილი მე-17 გოლი ისტორიული გამოდგა, რადგან კრიშტიანომ ისეთი დიდი ფეხბურთელის რეკორდი გაიმეორა, როგორიც ალფრედო დი სტეფანოა. არგენტინელ, ლეგენდარულ ფიგურას 15 ტურის შემდეგ სწორედ 17-ჯერ ჰქონდა მოწინააღმდეგის კარი დალაშქრული. "

"რონალდო სტანდარტებს შარშანდელ სეზონშიც ძალიან კარგად ასრულებდა, ყველაზე დიდი ზარალი ახალგაზრდა მეგოლისგან შვეიცარიულმა "ციურიხმა" ნახა, კრიშტიანომ ერთ შეხვედრაში ორი ბრწყინვალე ჯარიმის გატანა მოახერხა. ის შეხვედრა "მერენგებმა" 5-2 მოიგეს."

"პორტუგალიელი შემტევი ამჟამად ლა ლიგის მეგოლეთა ცხრილსაც ლიდერობს ლიონელ მესისთან ერთად 17 გოლით."

"თუკი რონალდო შემდეგ შეხვედრაშიც მოახერხებს გოლის გატანას, იგი უგო სანჩესის რეკორდსაც გაიმეორებს, რომელსაც 16 შეხვედრაში 18 გოლი ჰქონდა შეგდებული ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში."

კრიშტიანო რეკორდებს ამყარებს
dle 10.1

  • Hala
  • 14 დეკემბერი 2010
  • 2126
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)