"ინტერი" კვლავ ინტერესდება მაჰამადუს შეძენით

მოგეხსენებათ, უკვე 2 წელია მილანის "ინტერი" მაჰამადუ დიარას შეძენით არის დაინტერესებული, მასიმო მორატი ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის დროს ცდილობდა მალელი ნახევარმცველის საკუთარ კლუბში გადაყვანას, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა...


Sky Italia-ზე დაყრდნობით, იტალიელთა პრეზიდენტს კვლავ სურს შავკანიანი მოთამაშის "შავ-ლურჯებში" ხილვა და ამისათვის 10 მილიონი ევრო აქვს გამზადებული. რაფაელ ბენიტესის გუნდს მოედნის ცენტრში არც ისე ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ გუნდს მაინც სურს მაჰამადუს გადაბირება.

გაგო, ალონსო, ლასი, ხედირა, გრანერო და მაჰამადუ. ალბათ ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ 6 ერთი და იგივე პოზიციის ფეხბურთელი არც ისეთი დონის გუნდს სჭირდება, როგორიც "ბლანკოსია". ყველა ექსპერტი ვარაუდობს, რომ ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე შეგირდი აუცილებლად გამოემშვიდობება ესპანეთის დედაქალაქს, ყველაზე მეტად კი სწორედ მალელი ათლეტის სახელი ფიგურირებს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. dle 10.1

  • Hala
  • 14 დეკემბერი 2010
  • 1499
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)