ზამთრის ტრანსფერებს მიღმა?

როგორც მოგეხსენათ სამეფო კლუბის მიმართ გაისმის არაერთი ჭორი ახალი ფეხბურთელის შეძენასთან დაკავშირებით, ეს გამოუწვეული გონსალო იგუანის ტრავმის მიღებასთან.


მადრიდის "რეალის" არგენტინელი ფორვარდი გუნდს ორი თვე ვერ დააეხმარება, სამეფო კლუბი კი მხოლოდ ერთი ფორვარდით დარჩა ეს კი ფრანგი კარიმ ბენზემაა. კარიმი ვერ და ვერ ჩადგა ისეთ ფორმაში, რომელშიც ყველა მადრიდელი გულშემატკვივარი ელის. ყველაფერ ამასთან ერთად მაჩესტერ "სიტის" 26 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევეზმა ოფიცალურად განუცხადა კლუბის ხემძღვანელობას მისი გუნდიდან წასვლის შესახებ. კარლოს მოსწყურდა ტიტულების მოგება და ეს ამჟამიდელ გუნდთან უკვე მეორე წელია ვერ ხერხდება. არგენტინელი გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ გუნდში ახალი ფეხბურთელი არ დაემატება, მითუმეტეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. მადრიდული კლუბის მწვრთნელი ჟოზე მოურინიომ მისი გუნდში მოსვლისთანავე კლუბის ხელმძღვანელობას 80 მილიონი ევროს გამოყოფა სთხოვა რათა ის ფეხბურთელები ეყიდა რომელიც გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებდა. მაგრამ მაშინ ფორვარდის შეძენაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა, რადგანაც მოურინიოს იმედი გონსალო იგუანი და კარიმ ბენზემა იყო. სამეფო კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიგელ პარდესამ ჟურნალისტის ერთ–ერთ ინტერვიუში დასმულ შეკითხხვაზე გააკეთებს თუ არა კლუბი ახალ შენაძენს პასუხი "არაფერია გამორიცხული" .

როგორც ვახსენე, გონსალო იგუაინი გუნდს ორი ან სამი თვე ვერ დააეხმარება. არგენტინელმა გამოტოვა ტრავმის გამო ელ კლასიკო. ყველაფერი ექმიმებზე და ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ყველა ელოდება მის დაბრუნებას, მაგრამ ყველაზე სასიხარულო ბრაზილიელის კაკას დაბრუნებაც იქნება, რომელიც გუნდს ძალიან სჭირდება. რიკის დაბრუნებას იანვარში ვარაუდობენ.

მადრიდის "რეალის" პრეზინდეტი ფლორენტინო პერესი მიიჩნევს რომ კლუბს არ სჭირდება ახალი ფეხბურთელის შეძენა. ფლორენტინოს აზრით, ზამთრის სატრასფერო ფანჯარაზე არ არის შესაფერისი დრო ფეხბურთელის შესაძენად.

კარლოს ტევეზის ტრანსფერი კი ჟოზე მოურინიოზე და რათქმაუნდა კლუბის პრეზიდენზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ არსებობს ახალი პრობლემა ფული, რომელიც ტრანსფერს სჭირდება. მადრიდულ კლუბს ახლა თანხებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და არ აქვს შესაძლებლობა კიდევ ტრანსფერის განხორციელების.
ჟოზეს აზრით, თუ გუნდს თავდასხმაში პრობლემები შეექმნება ის კრისტიანო რონალდოს და კაკას იმედზე დარჩება. dle 10.1

  • Madri
  • 14 დეკემბერი 2010
  • 2553
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)