შესანიშნავი ლასანა

შესანიშნავი ლასანა

სარაგოსასთან თამაშის შემდეგ, მადრიდის რეალის მწვრთნელმა, ჯოზე მოურინიომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ლასანა დიარა დაასახელა. ფრანგმა ნამდვილად დაიმსახურა ასეთი შეფასება. ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა მოედანზე.


წინა სეზინისგან განსხვავებით, წელს პირველი თამაში დიარამ სათადარიგოდან დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ჟოზე ლასანას ყოველთვის აქებდა, მან ვერ მოახერხა ძირითადში ადგილის დამკვიდრება. ამის გამო ფრანგის მიმართ, ჟურნალისტების მხრიდან დაიწყო მრავალმხრივი კრიტიკა. არსებობდა ბევრი მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ლასანა დიარა მალე კლუბს დატოვებდა. მადრიდელების 10-მა ნომერმა ამ ყველაფერს ბევრი ვარჯიშით უპასუხა და შედეგიც სახეზეა. სარაგოსასთან, ლასანა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

ეხლა მადრიდის რეალს ძალიან რთული პერიოდი უდგას. ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია. ამას ისიც დაემატა, რომ მომდევნო ტურში, დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ხაბი ალონსო და მარსელო. მოსალოდნელია, რომ სევილიასთან ცენტრში ლასანა დიარა ხედირასთან ერთად ითამაშებს. აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ ლასანამ მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავოს.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგის პლიუსი მის უნივერსალურობაშია. დიარას თითქმის ყველა პოზიციაზე ერთნაირად შეუძლია თამაში. საფეხბურთო ექსპერტების აზრით ლასანა დიარა, ბოლო წლებში რეალის ერთერთი საუკეთესო შენაძენია.



სტატიის ავტორი: dato818
ინფორმაციის წყარო: as dle 10.1

  • dato818
  • 14 დეკემბერი 2010
  • 2083
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)