ტევესი: " "სიტი" თუ დავტოვე, ესპანეთში ან იტალიაში წავალ"

მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა მთავარმა სამიზნემ, არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა...


"სიტის" 26 წლის ფორვარდმა უკვე კატეგორიულად განუცხადა მანჩესტერულ კლუბს,რომ მას ინგლისიდან წასვლა უნდა. მთავარ მიზეზად იმას ასახელებს,რომ მას სურს ტიტულების მოგება. გუშინ მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას მცირე განცხადება გააკეთა ყოველივე ამასთან დაკავშირებით:

"ჯერ არანაირი შემოთავაზება არ მქონია არცერთი კლუბისგან, მაგრამ ინგლისს აუცილებლად დავტოვებ და ესპანეთს ან იტალიას მივაშურებ. მე ფეხბურთის თამაში მინდა. ამას კი "სიტიში" ვერ ვახერხებ. ასევე უკვე ყელში ამომივიდა,რომ ამდენი ხანი უტიტულოდ ვარ. სავარაუდოდ ისეთი კლუბის შემოთავაზებას დავთანხმდები,რომელსაც რომელიმე ტურნირის მოგების პოტენციალი აქვს. არაა გამორიცხული სამშობლოშიც დავბრუნდე, მაგრამ მე ევროპაში დარჩენა მირჩევნია. მე არგენტინაში აუცილებლად დავბრუნდები და კარიერას იქ დავასრულებ,მაგრამ ჯერ ადრეა."

ჯურნალისტებმა მას კითხვა მადრიდის "რეალზე" დაუსვეს:

"კიდევ ვიმეორებ,რომ შემოთავაზება არმქონია,მაგრამ არაფერია გამორიცხული."



სრული სახელი: კარლოს ტევესი
ზედმეტსახელი: კარლიტოსი
დაბადების თარიღი: 1984 წლის 5 თებერვალი
დაბადების ადგილი: ბუენოს აირესი
ეროვნება: არგენტინელი
სიმაღლე: 170სმ
წონა: 72კგ
სათამაშო პოზიცია: თავდამსხმელი


სტატიის ავტორი: WIShMASTER


goal.com dle 10.1

  • wishmaster
  • 14 დეკემბერი 2010
  • 2201
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)