მაურინიო: "ლასი მატჩის გმირი იყო"

მაურინიო: "კრისტიანო არის საშინლად პროფესიონალი და მან ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა თავისი კოლექციიდან"


სარაგოსასთან 3-1 გამარჯვების შემდეგ ჟოზე მაურინიოს კარგის გარდა არაფერი არ უთქვამს თავისი გუნდის შესახებ.

"დიდებული მატჩი ჩავატარეთ, ისევე როგორც ჩვენმა ოპონენტებმა რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ."

"მთავარია ტაქტიკა და არა მოთამაშეები ისევე როგორც კატა-ძაღლობანაში. ძაღლი არის ჩვეულებრივი სისტემა ორი შემტევით და ამან გაგვაძლიერა, აგრესია შეგვმატა. კატა არის 3 შემტევი ნახევარმცველის სისტემა. ვფიქრობდი ხალხი უფრო ჭკვიანი იყო და გაიგებდა რაზეც ვლაპარაკობდი."

მაურინიო: "ლასი მატჩის გმირი იყო"


"მარსელო და ხაბი ალონსო დაგროვილი ყვითელი ბარათების გამო შემდეგ მატჩს გამოტოვებენ, ასე ხდება ფეხბურთში. ადვილია მადრიდის "რეალის" მოთამაშეების დაჯარიმება, მაგრამ რატომღაც ასე არ ხდება სხვა გუნდების მიმართ. რამოდენიმე ფეხბურთელს აქვს ტრავმა და ამას დისკვალიფიკაციებიც ემატება. ხედირა დაბრუნდება. ამას შევეგუები, მითუმეტეს წლის ბოლოს."

"ფაქტი, რომ სხვა გუნდების ფეხბურთელებს შეუძლიათ გაპროტესტება და ჩვენ - არ შეგვიძლია, მაწუხებს. ასევეა მწვრთნელების შემთხვევაშიც, ზოგს შეუძლია თავისი არეალის დატოვება, ზოგს - არა. თუ ტელევიზორში შეხედავთ თამაშებს მიხვდებით, რომ სხვა გუნდებს არ აჯარიმებენ."

"კრისტიანო რონალდო არის ფენომენალური ფეხბურთელი რომელსაც ძნელად გაუგებ, რადგან ლა ლიგაში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა. როდესაც ისეთ ტალანტს როგორიც არის ის მკურნალობენ ცუდად ეს მაფიქრებინებს იმას, რომ ის არ არის საკმარისად დაცული. ის ლა ლიგას და იმ ქომაგებს ეკუთვნის ვინც მას ტელევიზორიდან თუ მოედნიდან უყურებენ. არ ვიცავ მას. ის ყოველთვის თამაშობს. ყველა სტადიონზე სპეკტაკლს ატარებს რომელსაც ესტუმრება. კრისტიანო არის საშინლად პროფესიონალი და მან ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა თავისი კოლექციიდან."

მაურინიო: "ლასი მატჩის გმირი იყო"


"შეიძლება ხალხმა იფიქროს, რომ "სევილიასთან" ქულებს დავკარგავთ ამდენი ხელმიუწვდომელი ფეხბურთელის გამო, მაგრამ რაც მოხდება ვნახავთ. მინდორზე თერთმეტ ფეხბურთელს გამოვიყვანთ და ხალხი მათ მხარს დაუჭერს. საშობაო შესვენებას გამარჯვებით გვინდა შევხვდეთ. ბოლო ორ მატჩში ძლიერები უნდა ვიყოთ. ვიმედოვნებ იანვარში კაკა დაბრუნდება."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 14 დეკემბერი 2010
  • 2284
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)