პარდესა: ჩვენ უნდა გავიგოთ როდის დაბრუნდება იგუაინი

სამეფო კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიგელ პარდესამ "სარაგოსასთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ძალიან სურს გაიგოს გონსალო იგუაინის დაბრუნების ზუსტი რიცხვი, რადგან გუნდს წინა ხაზში აშკარა პრობლემები აქვს...


"ჩვენთვის უახლოესი დღეები სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება, რადგან პიპიტას ოპერაციას გაუკეთებენ, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ყველა გავიგებთ დროს, როდესაც არგენტინელი "ბლანკოსთან" ერთად ვარჯიშს შეძლებს. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ გონსალო გუნდის განუყოფელი ნაწილია და მის გარეშე წინა ხაზში ყველაფერი მწყობრში არ არის."

"ბენზემამ "ოსერის" წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა და 3 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იგი ძალიან არასტაბილურია."

"ჩვენ გვაქვს მთელი იანვარი იმისთვის, რომ ჩავერთოთ სატრანსფერო პოლიტიკაში, მაგრამ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც იგუაინის დაბრუნების დროს გავიგებთ, თუ არგენტინელის დაბრუნება ოდნავ მაინც გაჭინაურდება, სამეფო კლუბი ბაზარზე აუცილებლად იაქტიურებს, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს."

"დირექტორთა საბჭო აუცილებლად შეიკრიბება და განიხილავს ახალი ფორვარდის დამატების საკითხს, ჩვენ ველოდებით ოპერაციას." dle 10.1

  • Hala
  • 13 დეკემბერი 2010
  • 1463
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)