უბრალოდ არა

ზამთრის სატრანსფერო პერიოდი მოახლოებულია და როგორც ყოველთვის , "მადრიდის რეალის" ირგვლივ ბევრი მითქმა–მოთქმაა ატეხილი. საქმე ეხება "თეთრების" შემადგენლობაში შესაძლო მომსვლელთა და წამსვლელთა სიას. ბევრი ვარაუდი და აზრი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დატოვებს კლუბს ამ ზამთარს და ვინ იქნება ახალწვეული. მომსვლელთა სიაში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ედინ ჯეკო, ფერნანდო ლორენტე, ხავიერ პასტორე, ემანუელ ადებაიორი და სხვა მრავალი.


ეს ჭორები განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც არგენტინელმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ტრავმა მიიღო, ხოლო კარიმ ბენზემამ პირველ ეტაპზე მისი შეცვლა ვერ მოახერხა.

სიმართლე რომ ვთქვათ, "მადრიდის რეალს" სულაც არ ჭირდება ახალი ფეხბურთელების დამატება ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას.კლუბში 25 ფეხბურთელი ირიცხება, ეს კი დასაშვები მაქსიმუმია, ახალი ფეხბურთელის მოსვლა თავისთავად გამოიწვევს ნაბიჯის უკან გადადგმას, რადგან რამოდენიმე დაწყობილი რამ ხელახლა იქნება გასაკეთებელი.

სეზონის დასაწყისში ჟურნალისტები გამწარებით ამტკიცებდნენ, რომ ჟოზე მოურიონიოს თხოვნას ახალი თავდამსხმელის შეძენის თაობაზე კლუბის ადმინისტრაციამ ვეტო დაადო. იგივე რეპორტიორები ვარაუდობდნენ, რომ "თეთრების" ხელმძღვანელობა ეხლა მაინც მოეგებოდა გონს და იყიდდა ახალ თავდამსხმელს, მაგრამ ჟოზე მოურინიომ ერთ–ერთ პრეს–კონფერენციაზე ნათლად და მკაფიოდ მიანიშნა მათ, რომ "მადრიდის რეალი" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას სულაც არ აპირებდა. ამით პორტუგალიელმა მწვრთნელმა დაანახა საკუთარ შეგირდებს, რომ მათ მინიმუმ ერთი წლით კლუბიდან წასვლა არ ემუქრებოდათ.

მიუხედავად ყველაფრისა,29 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ,კლუბის პრეზიდენტმა–ფლორენტინო პერესმა განაცხადა,რომ ზამთარში ადმინისტრაცია და შესაბამისი უწყებები დაკავდებიან ახალი ნახევარმცველის და თავდამსხმელის მოძიებით.რამდენად სწორია საქმისადმი პრეზიდენტის ასეთი მიდგომა? ქვემოთ მოყვანილია ის მიზეზები, თუ რის გამო არ ჭირდებათ "ბლანკოსებს" ახალი ფეხბურთელი.


1. ახალგაზრდული კლუბი და დიდი პოტენციალი


უბრალოდ არა


"მადრიდის რეალს" დღესდღეობით ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ყავს, ეს მას შემდეგ, რაც მათ ზაფხულში რამოდენიმე ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი შეიძინეს. იგუაინი, ოზილი, ბენზემა, ანხელ დი მარია და ა.შ. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც წინ კიდევ, როგორც მინიმუმ 10 წლიანი საფეხბურთო კარიერა ელით.

ამ შემადგენლობის პოტენციალი კლუბს ათწლეულის მანძილზე ეყოფა, მაგრამ თითოეულ ზემოთჩამოთვლილ ფეხბურთელს კლუბის მხრიდან ნდობა ესაჭიროება,ახალი ფეხბურთელის შეძენა კი სულაც არ ნიშნავს ამას.ეს ნიჭიერი თაობა ამ შემადგენლობასთან ერთად უნდა გაიზარდოს და განვითარდეს.


2. არანაირი საჭიროება ახალი თავდამსხმელის შესაძენად


უბრალოდ არა


იგუაინის ტრავმა კლუბისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ბენზემას მხოლოდ და მხოლოდ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება მისი ღირსეულად შეცვლისთვის.ფრანგმა ფეხბურთელმა "ოსერის" წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე ითამაშა და მას კიდევ უკეთაც შეუძლია თამაში,უბრალოდ სათამაშო დრო და ნდობა ჭირდება.

ბევრი დაიწერა იმის შესახებ,რომ კლუბში აუცილებლად უნდა იყოს კლასიკური თავდამსხმელი,ისეთები,როგორიც ჯეკო და ლორენტეა. შესაძლოა ეს მოსაზრებები მართალია,მაგრამ,როგორც მოგეხსენებათ "მადრიდის რეალი" თამაშობს ფეხბურთს,სადაც ფეხბურთელისთვის კონკრეტული პოზიცია არ არსებობს, ანუ რისი თქმა მინდა,კლუბის სათამაშო ფორმატი თავდამსხმელებისგან ითხოვს უკან წამოწევას და ცენტრში ბურთისთვის ბრძოლასაც. ენერგია+სიძლიერე+ტექნიკა ესაა ის ძირითადი ფაქტორები,რომლებიც სჭირდება "თეთრების" ფორვარდს. ბენზემას და იგუაინს ესენი არანაკლები აქვთ, ვიდრე ზემოთჩამოთვლილ ფეხბურთელებს. ლორენტე საჰაერო ბრძოლებშია მაგარი,მაშინ როცა ტექნიკის მხრივ ჩემი აზრით, ჩამოუვარდება ბენზემას, ისევე როგორც ჯეკო, რომელიც თავს მაშინ იჩენს, როცა ერთი–ერთზე გაყავთ, ამ მხრივ კი არც იგუაინი მოიკოჭლებს და არც ფრანგი ფეხბურთელი. კარიმი და გონსალო ცდილობენ თავადვე მიიღონ შეტევის ორგანიზებაში მონაწილეობა და თავადვე დაასრულონ ის,მაშინ როცა ჯეკო და ლორენტე ძირითადად შეტევის დასრულებით არიან დაკავებულები.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბენზემა და იგუანი მხოლოდ და მხოლოდ 22 და 23 წლისანი არიან, დროთა განმავლობაში კი მათი თამაშის ხარისხი გაუმჯობესდება და არა პირიქით.

3. შემადგენლობა ბრწყინვალეა


უბრალოდ არა


მიმდინარე სეზონში "მადრიდის რეალმა" ყველა გათამაშებაში 55 გოლი გაიტანა. ლა ლიგაში მათ 35 ქულა დაუგროვდათ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი (შეგახსენებთ, რომ G ჯგუფი "სიკვდილის ჯგუფად" იყო მონათლილი) სარეკორდო 16 ქულით დაასრულეს. ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის მე–300 გოლი გაიტანა, რომელიც ამ გათამაშებაში უმაღლესი მაჩვენებელია. 29 ნოემბრამდე "მადრიდის რეალს" მხოლოდ და მხოლოდ ექვსი ბურთი ქონდათ გაშვებული ლა ლიგას 12 შეხვედრაში და გატანილი ქონდათ 33. ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ და მხოლო 2 გოლი გაუშვეს, მაშინ როცა მეტოქის კარი 15-ჯერ აიღეს.

ამ ციფრების შემხედვარე ერთადერთი კითხვა: რა საჭიროა ახალი ფეხბურთელი?

4. ცუდი დროება მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერებს


უბრალოდ არა


29 ნოემბრამდე ისე ჩანდა,თითქოსდა ყველაფერი იდეალურად იყო,ამ დღის შემდეგ კი მათთვის ყველაფერი შეიცვალა.ეს იყო სეზონში პირველი მარცხი, ამას მოყვა იგუაინის ტრავმა, მერე იყო მოურინიოს, დუდეკის, კასილასის, სერხიო რამოსისა და მთლიანად კლუბის დასჯა უეფას მიერ "აიაქსთან" ჩადენილი/განხორციელებული მინი ოპერაციის გამო.

ყველაფერი ცუდი ხდებოდა, მანამ სანამ "ვალენსიას" და "ოსერს" არ მოუგეს, მიუხედავად გამარჯვებისა, იმედგაცრუება და ცუდი მოგონებები მაინც დარჩა,მაგრამ ზოგჯერ ასეთი ტრაგედიები საჭიროა კლუბის გასაზრდელად.ასეთ ჟამს ფეხბურთელების ერთად ყოფნა აისახება მათ გუნდურ სულისკვეთებაზე და თითოეულ მათგანს ერთ დიდ ოჯახად აქცევს.

ამ დროს კი აუცილებელია კლუბის ხელმძღვანელობა გვერდით ამოუდგეს თითოეულ მათგანს. იანვარში ახალი ფეხბურთელის ყიდვა და ერთ–ერთი მადრიდისტას გაყიდვა ამის საპირისპირო საქციელი იქნება.

5. ნუ ღელავთ კაკა ბრუნდება


უბრალოდ არა


ექიმები უკვე გადაჭრით აცხადებენ , რომ იანვრისთვის ბრაზილიელი ფეხბურთელი დაბრუნდება მოედანზე. კაკამ უკვე დაიწყო სირბილი და მსუბუქი ვარჯიში.

ბრაზილიელი კლუბისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება. კაკას გამოცდილება ევროპის "დიდ ბიჭებთან" ბრძოლისას დიდი ძალა იქნება, ხოლო მოურინიოს მიცემა საშუალება მოახდინოს მისი და იოზილი როტაცია, ამით კი მეტოქისთვის თავგზის აბნევა ადვილი საქმე იქნება.

6. პაბლო სარაბია ერთ–ერთია სხვა მრავალთაგან





"მადრიდის რეალის კასტილიას" ფეხბურთელებმა პაბლო სარაბიამ და ანტონიო ადანიმ საკუთარის სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს ოთხშაბათს "ოსერის" წინააღმდეგ. ნებისმიერი მადრიდისტა ალბათ ოცნებობდა მათი დებიუტის ხილვას და მათ ეს ოცნება აისრულეს.

სარაბია მოედანზე შთამბეჭდავი იყო, მას არ შეშინებია დი მარიასა და რონალდუს როლის საკუთარ თავზე აღება. ის დრიბლინგს ასრულებდა, როცა ამას საჭიროდ თვლიდა , ხოლო მის მიერ რამოდენიმე გადაცემამ კი ხალხს 19 წლის რონალდუ გაახსენა. ადანმა რამოდენიმე კარგი ე.წ. "სეივი" განახორციელა, ასე რომ თითოეულმა მათგანმა უნდა იამაყოს დებიუტით.

გარდა ზემოთხსენებულებისა "მადრიდის რეალის" ახალგაზრდულ კლუბებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება,რომელთათვის შანსის მიცემა ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო საქმე, ნაცვლად იმისა, რომ გარედან მოიყვანონ ფეხბურთელები.ბევრი მათგანი გამოვიდა მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატზე და ეს განა იმიტომ,რომ "მადრიდის რეალის" ახალგაზრდულ კლუბში თამაშობენ,არამედ იმიტომ რომ ნიჭიერები არიან.

კლუბის გაძლიერება მხოლოდ და მხოლოდ აქედანაა შესაძლებელი, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია სტაბილურობის შენარჩუნება. ფეხბურთელების ყიდავ–გაყიდვა როდი მოაგვარებს პრობლემებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კლუბში რამოდენიმე ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება. დაე კლუბი გაიზარდოს და მხოლოდ დრო გაგვცემს პასუხს, თუ რა შეუძლია მას. ჯოზე მოურინიომ კლუბში ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა და ბევრს ზოგჯერ ავიწყდება, რომ ის და რამოდენიმე ფეხბურთელი აქ მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე თვეა, რაც მოვიდნენ. მოცემული მომენტისთვის კლუბი იმაზე მაღლა დგას, ვიდრე ამას ელოდნენ.


dle 10.1

  • shvela
  • 12 დეკემბერი 2010
  • 1970
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)