პაბლო სარაბია გარსია

დაბადების ადგილი: მადრიდი
დაბადების თარიღი: 11/05/1992
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
წონა: 72 კგ.
სიმაღლე: 1.77 მ.
ეროვნება: ესპანელი


პაბლო სარაბიაზე მაინცდამაინც დიდი ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა რისი შეგროვებაც მოვახერხე საკმარისია იმისათვის, რომ გავიცნოთ თუ რას წარმოადგენს ეს ფეხბურთელი.

ესპანელი ფეხბურთელი 1992 წლის 11 მაისს დაიბადა მადრიდში, ძირითადად პაბლო ფლანგზე თამაშობს, თუმცა შეუძლია თავდამსხმელების უკან თამაშიც. მადრიდის რეალში გადასვლამდე, ის დასავლეთ მადრიდის საფეხბურთო კოლეჯში ასპარეზობდა, 2004 წელს კი იგი სამეფო კლუბის სკაუტებმა შეამჩნიეს და 12 წლის ფეხბურთელი თავის საყვარელ კლუბში არმოჩნდა, ამ დღის შემდეგ სარაბიამ გაიარა მადრიდის რეალის ყველა ასაკოპრივი გუნდი და უკვე მეორე წელია კასტილიას ღირსებას იცავს. ამას გარდა უკვე შედგა მისი დებიუტი სამეფო კლუბის ძირითად გუნდშიც, როგორც გვახსოვს ოსერთან მატჩში 72-ე წუთზე პაბლომ კრიშტიანო რონალდო შეცვალა. დებიუტის შემდეგ სარაბიამ განაცხადა: "ეს იყო ყველაზე საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს დამავიწყდება."

პაბლო არის ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების წევრი. მან თავისი ქვეყნის საფეხბურთო მაისური 2008 წელს მოირგო, როდესაც შედგა მისი დებიუტი ესპანეთის 16 წლამდელთა ნაკრებში. ამის შემდეგ იყო 17 წლამდელები, რომლებთან ერთადაც სარაბიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი სწორედ პაბლო გახლდათ და იქ კარგდ თამაშით მიიქცია უამრავი გრანდის ყურადღება. თუმცა მან კლუბის შეცვლა არ ისურვა და მშობლიურ მადრიდში დარჩა, ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის გადაწყვეტილება დააფასა და იგი კასტილიაში გადაიყვანა და აგერ უკვე მეორე სეზონია კასტილიას ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია.

პაბლოს სტატისტიკა კი ასეთია, გასულ სეზონში პაბლომ კასტილიას რიგებში 29 შეხვედრა ჩაატარა და ექვსი გოლის გატანა მოახერხა. ესპანეთის 16 წლამდელთა ნაკრებში კი სამ მატჩში 2 ბურთის შეგდება მოასწრო. 17 წლამდელებთაში კი 20 შეხვედრიდან ხუთჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. 18 წლამდელთა ნაკრებში მან მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და მიუხედავად იმისა რომ იგი ჯერ კიდევ 18 წლის არის, უკვე 19 წლამდელთა ნაკრებში გადაიყვანეს, სადაც მან 100%-იანი შედეგი აჩვენა 6 - მატჩი 6 - გოლი.

რაც შეეხება მის დახასიათებას, იგი არის ძალიან ჭკვიანი მოთამაშე, რომელსაც აქვს შესანიშნავი ცაცია, თუმცა ეს მას მარჯვენა ფეხით თამაშში ხელს არ უშლის, იგი იმით გამოირჩევა, რომ ორივე ფეხით თანაბარ დონეზე თამაშობს, ამიტომ მას შეუძლია ითამაშოს ორივე ფლანგზე, ფლეიმეიქერად და მეორე თავდამსხმელად. მის არსენალში არის შესანიშნავი პასი და დარტყმა, იგი განეკუთვნება ინტელიგენტ ფეხბურა რიცხვს და არის ბოლო პასის უბადლო შემსრულებელი, ამ ყველაფერთან ერთად ის არის ძალიან სწრაფი და ტექნიკური.

ფეხბურთის გარდა პაბლოს ძალიან მოსწონს კალათბურთისა და ტენისი ყურება და ხშირად დროს ამით ატარებს, აგრეთვე იზიდავს ვიდეო თამაშები და მეგობრებთან ერთად სეირნობა, სარაბიას ცხოვრებაში ოჯახსაც დიდი ადგილი უჭირავს და ხშირად არის მათთან ერთად. რაც შეეხება მის აკადემიურ მხარეს, იგი კვლავ მოსწავლეა და აპირებს მიიღოს უმაღლესი განათლება. dle 10.1

  • SunSay
  • 12 დეკემბერი 2010
  • 1890
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)