"О-la-la" - ბენზემა

ესპანეთის ერთერთმა ცნობილმა ექსპერტმა, ხულიან რუისმა საინტერესო სტატია დაწერა კარიმ ბენზემაზე.


იგუაინისტები იტყვიან, რომ ბენზემას ჰეთრიგი არაფერს არ ნიშნავს, რომ ეს უბრალოდ გამართლება იყო, მაგრამ ეს ასე არ არის. ასეთი თამაში ტალანტის ბრწყინვალე დემონსტრირება იყო. ფლობს შესანიშნავ ტექნიკას, თუმცა მისი წარმატების აღნიშვნის მანერა მორცხვია, თითქოს რაღაცა ეწინააღმდეგება და მას ცვილის ფიგურად აქცევს. ეს გამოწვეულია იმით, რომ კარიმი პიროვნებად ჩამოყალიბდა გუნდში, რომელიც იყო ძალიან სუსტი და სამუდამოდ დაეშვიდობა ჩემპიონთა ლიგას.

ვფიქრობ, ბენზემას ძარღვებში არ ჩქეფს ცივი სისხლი. მაგრამ, თუ გავიხსენებთ ზიდანს და მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, რისი შედარებაც შეიძლება - არც ფრანგი ლეგენდა იყო ტემპერამენტიანი მებრძოლი. გარდა ამისა, როდესაც სურდა, რომ მის ძარღვებში ცხელ სისხლს ეყივლა, იგი მონსტრად იქცეოდა, რომელსაც შეეძლო განეხორციელებინა ყველაზე ცნობილი ''თავური დარტყმა'' ფეხბურთის ისტორიაში.

ჩემი აზრით, ბენზემას პრობლემა სათამაშო პრაქტიკის უქონლობაა. დიახ, ზოგჯერ ძალიან რთული გამოცდაც უწევს, მაგალითად, ''ელ კლასიკოს'' მსგავსის. მაგრამ ტალანტის მქონე ფეხბურთელისთვის სტაბილურობა აუცილებლად მოდის, ოღონდ - მოთმინებით. მოთმინებით? თანამედროვე ''მადრიდის რეალში'' არავინ არ მოითმენს. კლუბი დღითიდღე შორდება თავის ფილოსოფიას, შორდება აკადემიას და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გამუდმებით სადღაც ჩქარობს. დღესდღეობით ''მადრიდში'' არავინ არ მოგითმენს.

მახსენდება მხოლოდ ლუის დე კარლოსის ეპოქა, ბერნაბეუს მემკვიდრის. თუმცა, ისტორიაში ის დარჩა სუსტი პრეზიდენტის სახელით. იყო მენდოსაც, რომლმაც გამოიყენა იმდროინდელი კარგი თაობა მიჩელის, ბუტრაგენიოსა და კომპანიის, ცნობილის, როგორც ''ბუიტრეს ხუთეული''. რა თქმა უნდა შეიძლება პელეგრინის გაკრიტიკება, რომელიც არ აძლევდა ბენზემას დიდ სათამაშო დროს, თუმცა ის დამნაშავე არაა. მანუელი იყო ადამიანი რომელიც ცდილობდა თავისი თანამდებობა შეენარჩუნებინა. აღსანიშნავია, რომ კარიმმა ის სეზონი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მოთმენას არც მოურინიო აპირებს. მას ქარიმისთვის დრო არ აქვს. არადა, იგუაინსა და ბენზემას შესანიშნავად შეუძლიათ ერთად თამაში, რაშიც ჩვენ გასულ სეზონში დავრწმუნდით. მთავარია, მადრიდის რეალმა გაუძლოს პორტუგალიელის შანტაჟს, რომელიც ცდილობს შეიძინოს ‘’იაგუარის’’ ტიპის თავდამსხმელი.


სტატიის ავტორი: dato818 dle 10.1

  • dato818
  • 12 დეკემბერი 2010
  • 1829
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)