ჩემპიონთა ლიგის შესაძლო მეტოქეები

მოდით გადავავლოთ თვალი ჩვენს შესაძლო მეტოქეებს ჩემპიონთა ლიგაზე.


მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მორჩა/წარსულს ჩაბარდა. ყველაფერთან ერთად, ეს ეტაპი არ დაგვავიწყდება, ვინაიდან იგი ბევრი რამითაა დასამახსოვრებელი მადრიდისტებისთვის:

პირველი იმით, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ქულა დავაგროვეთ ჯგუფურ ეტაპზე–16, მეორე იმით, რომ 15 გოლის გატანა მოვახერხეთ და მესამე იმითაც, რომ მხოლო და მხოლოდ 2 გოლი გავუშვით.

ეს უკვე ისტორიაა, წინ 17 დეკემბერი გველის , დღე, როცა გაირკვევა ჩვენი მეტოქე, დღე , როცა გაირკვევა ის სპარინგ პარტნიორი, რომელთანაც თამაშის შედეგ "მადრიდის რეალს" მოუწევს ან კვლავ თავჩაქინდრულს მოედნის დატოვება (კარგადაც ხვდებით, თუ რაზე ვამბობ) ან კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება უიმბლდონის ფინალს.

აქვე წარმოგიდგენ ერთგვარ ცხრილს, რომელშიც მოცემულია შემდეგ ეტაპზე გასაული თითოეული კლუბის შესაძლო მოწინააღმდეგე. პირველ კალათაში, როგორც წესი, ხვდებიან კლუბები, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს, მეორე კალათაში კი მეორე ადგილზე გასული კლუბები არიან განთესილნი. პირველ კალათაში მოხვედრილი კლუბი ეთამაშება მეორე კალათის წევრს. ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ მოწინააღმდეგეები არ შეიძლება ერთი და იგივე ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის წარმომადგენლები იყვნენ. ასევე შეუძლებელია ერთმანეთს ის კლუბები გადაეყარნონ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ.


ჩემპიონთა ლიგის შესაძლო მეტოქეები


ჩემპიონთა ლიგის შესაძლო მეტოქეები


აქედანაც ნათლად ჩანს, რომ შესაძლოა რამოდენიმე საინტერესო დაპირისპირება ვიხილოთ, მაგრამ ამ ეტაპზე მოდით ჩვენს შესაძლო მეტოქეებზე ვილაპარაკოთ, მაშ ასე:

"კოპენჰაგენი" – შესაძლოა ბევრისთვის ეს კლუბი მისაღები იყოს , ვინაიდან ისინი საკმაოდ გამოუცდელები არიან ჩემპიონთა ლიგისთვის და 1/16 ფინალში გასულ კლუბებს შორის მათ ბევრი ყველაზე სუსტად თვლის, მაგრამ ეს სულაც არაა ასე. ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ კარგი ფეხბურთის თამაშიც შეუძლიათ. მათ "ბარსელონასთან" ძალიან კარგად ითამაშეს. ასე, რომ კლუბი არ უნდა მოდუნდეს, ვინაიდან შესაძლოა ამან დიდი ზეგავლენა მოახდინოს თამაშზე. რატომ? პირველი, იმიტომ რომ "კოპენჰაგენისგან" არავინ არაფერს არ ითხოვს, განსხვავებით "მადრიდის რეალისგან", მათ მოხსნილი აქვთ ყოველგვარი ზეწოლა, განსხვავებით "თეთრებისგან", მათ მიაღწიეს საკმაოდ ბევრს და გავიდნენ ჯგუფიდან, შესაბამისად ამ კლუბის ფეხბურთელები, რომელთა სახელიც ბევრისთვის უცხოა, მოედანზე სრულიად თავისუფლად გამოვლენ, განსხვავებით იგივე "მადრიდის რეალისგან", რომელსაც დიდი ხანია უკვე 1/16 და 1/8 ფინალის სინდრომი აწუხებს. აქედან გამომდინარე, "თეთრები" არ უნდა მოდუნდნენ, მაქსუმალურად კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ და შედეგიც აუცილებლად მოვა.

სიძნელის შეფასება: 3/10

"მარსელის ოლიმპიკი" – ისინი საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები არიან და ლიგა 1–ში (საფრანგეთის ჩემპიონატის სახელწოდება) საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ. ისინი საკმაოდ საშიში მეტოქეები იქნებიან, ვინაიდან მათ დაამტკიცეს, რომ მეტოქეთა მხრიდან მოდუნებას არ მოითმენენ და თავისუფლად შეუძლიათ მოწინააღმდეგის დასჯა. "ჩელსის" ჯგუფში ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ , მიუხედავად ცუდი სტარტისა, მათ 12 ქულას მოუყარეს თავი. ამ კლუბის უმთავრესი დამრტყმელი ძალა ანდრე-პიერ ჟინიაკი და ლუჩო გონსალესი იქნებიან. ასევე მათ რიგებში თამაშობს ყოფილი მადრიდისტა გაბრიელ ჰაინცე და ყველამ ვიცით, თუ როგორი მოტივაციით გამოდიან ექს–მადრიდისტები "თეთრების" წინააღმდეგ. დიდიე დეშამპი კარგი ტაქტიკოსია და რამოდენიმე ტრიუკი ამ სპეციალისტს მზად ექნება, მაგრამ თუ "ბლანკოსები" მშვიდად და მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშებენ,მაშინ კიდევ ერთხელ შევძლებთ ფრანგების დამარცხებას.

შეფასება: 4/10

"ლიონის ოლიმპიკი" – მიუხედვად იმისა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ეს კლუბი "მარსელის ოლიპიკს" უკან მისდევს, დარმწუნებული ვარ მათგან უფრო მეტი ხიფათი გველის, ვიდრე "მარსელისგან". "შალკეს" ჯგუფში (ეს ჯგუფი მეორე სიკვდილის ჯგუფად იყო მონათლული) ისინი 10 ქულით ჩამოიტოვეს რა "ბენფიკა" ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ. მათ "მარსელის" საპირისპირო სტარტი გამოუვიდათ, თავიდან ბრწყინვალედ დაიწყეს, მაგრამ შემდგომში თამაში გააფუჭეს. მიუხედავად ამისა, 1/16 ფინალში ისინი საკუთარ თამაშს დაუბრუნებიან და ამაში აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ. "ლიონს" რამოდენიმე ბრწყინვალე ფეხბურთელი ყავს. ჰუგო ლორისი შესანიშნავი გოლკიპერია, კრისი და სისოკო კარგად ირჯებიან დაცვის ხაზში. ნახევარდაცვის ხაზი ხომ საერთოდ აღმაფრთოვანებელია: ბაშტოში, პიანიჩი, გურკუფი, ტულანანი ეს ის ფეხბურთელებია არიან, რომლებიც ყველაფერს გაიღებენ გამარჯვებისთვის. თავდასხმის ხაზში კი "ლიონს" ძალიან გამოცდილი ლისანდრო დაეხმარება.

შეფასება: 6/10

"რომა" – შეცვალეთ "ლიონი" ყველაფერი ფრანგულით, იტალიურად და მივიღებთ "რომას". ეს უკანასკნელი ზემოთ აღნიშნულებს შორის ყველაზე ძლიერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არასდროს არ გამოუვლენიათ საკუთარი მაქსიმუმი. მათ "ბაიერნის" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მათი თამაში სულაც არ ყოფილა აღნიშვნის ღირსე. თავად ეს ჯგუფი კი ერთ–ერთი ყველაზე სუსტი იყო, ვინაიდან აქ ორი გამოკვეთილი ფავორიტი გვყავდა."რომა" ამჟამად სულაც არ ატარებს საუკეთესო სეზონს,მაგრამ თებერვლამდე ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. მექსესი, ჟუანი, ბურდისო ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელიც შესანიშნავ დაცვით ხაზს ქმნიან. სისინიოს თუ თამაშის საშუალება მიეცა, მაშინ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაიბრწყინოს, ისევე როგორც ჟულიო ბაპტიშტა, რომელსაც არც თუ ისე დიდ სათამაშო დროს აძლევენ. დე როსი, ბრიჯი, პეროტა ნახევარდაცვაში კარგები არიან. ბორიელო და ვუჩინიჩი კი "რომას" მარადმწვანე ფეხბურთელ ტოტისთან (რომელიც ამ ასაკში "რომასთვის" მთავარი ფეხბურთელია, შესაძლოა მომდევნო წლისთვის ასაკის ხელშეწყობით იგი უკვე "მილანის" უმთავრესი ფიგურა გახდეს) ერთად სათამაშოდ ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. იტალიელები ბრენდირებულ დაცვით ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც ჩვენთვის შესაძლოა უხერხული გამოდგეს და ამიტომაც ისინი საკმაოდ "საინტერესო" მეტოქეები არიან.

შეფასება: 6/10

"არსენალი" – "არსენალი" ინგლისის პრემიერ ლიგაში ერთ–ერთია იმ კლუბთაგან, რომლის ხილვაც საიტერესოა და რომლის თამაშის ყურებაც არ გბეზრდება. ისინი საკმაოდ სანახაობრივ და თვალწამრტაც ფეხბურთს თამაშობენ.ბევრმა შესაძლოა თქვას,რომ მათი სათამაშო სტილი "ბარსასას" გავს,მაგრამ,ჩემი აზრით,ის საკმაოდ განსხვავებულია.სხვა თუ არაფერი,"არსენალი" სხვებისგან იმით განსხვავდება,რომ მათ ოპტიმალური შემადგენლობით არასდროს უთამაშიათ და ისინი ამაზე არიან სპეციალიზირებულნი.მათ მუდამ ყავთ ტრავმირებული ფეხბურთელი. "არსენალმა" იმ ჯგუფში,რომელშიც "დონეცკის შახტარი" გამოდიოდა მეორე ადგილი დაიკავა. მათ ყავთ რამოდენიმე ფეხბურთელი,რომლებიც ამჟამად ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში არიან, მაგალითად სამირ ნასრი.არშავინი,ფაბრეგასი,ვან პერსი და რამოდენიმე სხვა ფეხბურთელი შეუდარებელ შეტევით ხაზს ქმნიან. მათი ძირითადი საზრუნავი უკანა ხაზია. დაცვაში პრობლემებია. ასევე დაუსრულებელი და მოუგვარებელია მეკარის პრობლემა. ეს ისაა, სადაც შესაძლოა ჩვენი წარმატება ვეძებოთ, თუ ბურთს დავიჭერთ და კარგად გავირჯებით შეტევაში წარმატებაც აუცილებლად მოვა.მიუხედავად ყველაფრისა, მათი ძირითადი ვარსკვლავი მაინც სესკ ფაბრეგასია, რომლისთვისაც შესაძლოა ეს სეზონი "არსენალში" უკანასკნელი გამოდგეს (საქმე ეხება მის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლას). ის ფაქტი, რომ "არსენალი" არ შეშინდება, თუ მათი მეტოქე ჩვენ ვიქნებით, მათ სახიფათო მოწინააღმდეგად წარმოგვიდგენს.

შეფასება: 8/10

"ინტერი" – ევროპის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები. მოურინიოს ყოფილი კლუბი. ბენიტესის ხელმძღვანელობით კლუბი აშკარად მძიმე კრიზისშია (განსაკუთრებით ბოლო თამაშებიდან გამომდინარე). არანაირი დრამატიზმი კლუბში,მაგრამ შესაძლოა ისინი ამჟამად წინა წლის ეიფორიაში არიან.ამას დამატებული ტრავმების მართლაც რომ ეპიდემია, ახალი მწვრთნელი, ახალი სათამაშო სისტემა და მივიღებთ კლუბის დღევანდელ სიტუაციას. მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ დამეთანხმებით, რომ "ინტერს" უკეთეს დონეზე თამაში შეუძლია. ის, რაც მათ თავს ხდება, სულაც არ ხდის ამ კლუბს ხელწამოსაკრავს, ვინაიდან ეს ფანტასტიკური კლუბია და თუ ისინი გეგმის მიხედვით თამაშს დაიწყებენ, მაშინ ძალიან სახიფათონი გახდებიან. "ინტერი" "ტოტენჰემის" ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და შესაბამისად მეორე კალათოსან კლუბებს შორის ალბათ ერთადერთია, რომლისთვის თავის არიდებას ნებისმიერი პირველი კალათის კლუბი ისურვებდა. იტალიელებს შორის გამორჩეული მიმდინარე სეზონში სამუელ ეტო'ოა, რომელიც ყველაზე მეტ ხიფათს ქმნის მეტოქეთა კართან. ასევე უნდა აღინიშნონ სნეიდერი, კამბიასო, პანდეევი, მაიკონი, ლუსიო და ა.შ.

შეფასება: 8/10

როგორც ხედავთ უმაღლესი შეფასება ამ კლუბებს შორის არცერთისთვის არ დამიწერია, ვინაიდან შეფასება კეთდებოდა არამარტო ჩვენს მეტოქეებს შორის, არამედ საერთოდ 1/16 ფინალში გასული კლუბების სიძლიერის მიხედვით, შესაბამისად ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ 10/10 შეფასება მიმდინარე ეტაპზე ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონას". (შეიძლება უფრო მეტიც–მიმდინარე ეტაპზე ღმერთმა შეარგოთ 011 )

რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსის", მიხარია, რომ ეს კლუბები ჩვენ ვერ შეგვხვდებიან მათ 9/10 ქულით შევაფასებდი, ან თუნდაც "ბაიერნი" და "შალკე-04", რომლებსაც 8/10 დავუწერდი ("შალკეს" ძირითადად რაული გამო). ვიმედოვნებ "ვალენსია" შორს წავა, რაც დაეხმარება ამ კლუბს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში და ლა ლიგა არ იქნება ერთ ცხენიანი , უკაცრავად ორ ცხენიანი დოღი.
dle 10.1

  • shvela
  • 11 დეკემბერი 2010
  • 3344
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)