ლასანა : "თავს შეტევაშიც კარგად ვგრძნობ"

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ნახევარმცველმა, ლასანა დიარამ სამეფო კლუბის სპონსორთან ინტერვიუ ჩაწერა...


"ჩემი ამპლუა საყრდენი ნახევარმცველია და პირველ რიგში დაცვითი ფუნქციების შესრულება მევალება, მაგრამ ისეთ გუნდში როგორიც "რეალია" წინ წასვლას შეიძლება. ვფიქრობ, რომ შეტევაშიც შემიძლია წარმატებული თამაში და საგოლე გადაცემების გაკეთება."

"ძალიან რთულია იმაზე ლაპარაკი თუ რომელი ფეხბურთელია საუკეთესო, რადგან ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩემი აზრით კრიშტიანო რონალდო ბრწყინვალეა საკუთარი ძალიან კარგი თვისებებით, იკერ კასილასზე ზედმეტია ლაპარაკი, იგი ნამდვილი ლიდერია და მისნაირი მეკარეები იშვიათად იბადებიან, ესპანელი ნამდვილი მადრიდისტაა, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული საუკეთესო ორ ფეხბურთელად სწორედ რონალდოს და იკერს ავირჩევდი."

"ჟოზე მოურინიომ გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი მოიტანა რაც უმნიშვნელოვანესია წარმატების მისაღწევად. ჩვენ ყოველთვის გვაკლდა რაღაც და ეს სწორედ ქარიზმატულობა იყო, პორტუგალიელის მუშაობამ ყველგან გამოიღო ნაყოფი და დარწმუნებული ვარ "ბლანკოსი" მის ხელში კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს."

"ცოტა ხნის წინ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, რადგან სათამაშო პრაქტიკა აშკარად მომაკლდა, სიტუაცია ყოველთვის ცვალებადია, მოურინიო ყველას აძლევს შანსს, მთავარი გამოყენებაა, ბოლო ხანებში მეტი დრო მომეცა და ვფიქრობ, რომ იმედი არავისთვის გამიცრუებია."

"რთულია ისეთ გუნდებთან თამაში, როგორიც ჩვენი მომავალი მეტოქე სარაგოსაა, რადგან ისინი იბრძვიან ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, ის კი ყველას კარგად მოეხსენება, რომ მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული მოტივაციით გამოდის მოედანზე. რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ გამარჯვება და მომდევნო 3 ქულის აქტივში ჩაწერა გარდაუვალია."

"როდესაც კარს სუფთად ვინახავთ, ფსიქოლოგიურად უფრო მედგრად ვართ, ამის თქმა განსაკუთრებით მეკარეზე შეიძლება, იმედი მაქვს მასპინძლები ვერ აიღებენ იკერის კარს."

"ჩვენ ყველა შეხვედრის მოგება გვსურს, რადგან ესპანეთის ჩემპიონობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს."

"თუ სოსიედადი შეძლებს ბარსას დამარცხებას და ჩვენ მოვუგებთ სარაგოსას, მაშინ ყველაფერი "ბლანკოსის" სასარგებლოდ იქნება, სხვა შემთხვევაში კი კვლავ მდევარის როლში მოგვიწევს ყოფნა."

"ჩემი სურვილია, რომ ბასკებმა კატალონიელებს რამე მოუხერხონ, თუმცა ეს მათთვის ურთულესი იქნება, რადგან გვარდიოლას გუნდი ისევე როგორც ჩვენ, მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული, მათზე ქულების ართმევა კი "სოსიედადის" მოთამაშეებს ძალიან გაუჭირდებათ, იმედი მაქვს ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს." dle 10.1

  • Hala
  • 11 დეკემბერი 2010
  • 1521
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)