სარაბია : "ბერნაბეუზე თამაში დიდი ბედნიერებაა"

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა "კანტერანომ", რომელსაც მთავარ გუნდთან ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა დებიუტი, ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. მისი თქმით სანტიაგო "ბერნაბეუს" სახელობის სტადიონზე თამაში უდიდესი ბედნიერებაა...


რა იგრძენით, როდესაც სტადიონზე შედგით ფეხი?

ეს იყო ენით აღუწერელი გრძნობა, "ოსერთან" შეხვედრის დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან სწორედ ეს დღე იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი.

რა გითხრათ კარანკამ როდესაც მოედანზე შედიოდით?

აიტორმა მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა.

რას გრძნობდით, როდესაც ჟოზეს ხმა გესმოდათ ვარჯიშზე?

პორტუგალიელი შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია , იგი თითოეულ ფეხბურთელთან მეგობრობს და ბრწყინვალე ურთიერთობას აყალიბებს, ჟოზე ყოველთვის გვეუბნება, რომ დამსახურების შემთხვევაში შანსი მოგვეცემა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

18 წლის ასაკში უკვე იყავით "რეალის" მთავარი გუნდის გასახდელში, როგორი სიტუაცია სუფევს იქ?

ყველა ძალიან მეგობრულად არის განწყობილი, მე ბრწყინვალედ მიმიღეს. განსაკუთრებით შემიძლია კრიშტიანოს, პეპეს და მარსელოს გამოყოფა, რომლებმაც ძალიან თბილი დამოკიდებულება გამოამჟღავნეს.

ესაუბრეთ ჟოზეს დებიუტთან დაკავშირებით?

არა, მე არაფერი ვიცოდი, მაგრამ როდესაც განაცხადში მოვხვდი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ფრანგებთან შეხვედრაში შესაძლებელი იყო ჩემი თამაში.

რას უპირებთ თქვენს მაისურს, რომლითაც პირველად ითამაშეთ "რეალის" რიგებში?

საგულდაგულოდ შევინახავ და გავუფრთხილდები.

ძალიან ბევრი საუბრობდა იმის შესახებ, რომ თქვენ ბრაგაში გადადიოდით, რას აპირებთ?

მე მხოლოდ მადრიდის "რეალში" მსურს თამაში და არსად წასვლას არ ვაპირებ.

როდემდე უნდა იყოთ "კასტილიას" წევრი?

ჩემი მომავალი მალე გადაწყდება, მაგრამ არ მსურს ადგილობრივი გუნდის დატოვება.

ვისი კანტერაა უკეთესი, მადრიდის თუ კატალონიის?

"ლა ფაბრიკას" "ლა მასიის" არ უნდა შეშურდეს. dle 10.1

  • Hala
  • 11 დეკემბერი 2010
  • 1612
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)