ჟოზე: "ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს"

ჟოზე მოურინიომ წინა-სამატჩო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა.


"კარიმმა წინა შეხვედრაში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და მომდევნო მატჩი, რომ იგი არ ვათამაშო ძალიან ცუდი იქნება თვითონ ფეხბურთელისთვის, მაგრამ თუ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ფრანგის ადგილი თერთმეტეულში არ არის, მაშინ იგი სკამზე დაჯდება."

"ვიცი ყოველთვის იქნებიან კრიტიკოსები, რადგან ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს საკითხებზე. არის სხვადასხვა სახის თამაშის და ფიქრის ტიპი. როდესაც გყავს კარგი ძაღლი კარგად ნადირობ, მაგრამ როდესაც გყავს კატა ისე კარგად არ გამოგივა ყველაფერი, მაგრამ მაინც ინადირებ. 6 თვეში ჩვენ 11 ესპანეთის ჩემპიონატის, 1 სამეფო თასის და 5 ჩემპიონთა ლიგის მატჩი მოვიგეთ. წუწუნის გარეშე უნდა გავაგრძელოთ, პროგრესი და სასურველ შედეგს ძალიან მალე მივაღწევთ."

"როდესაც მითხრეს, რომ კაკას ნახევარი სეზონი გაუცდებოდა მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იგუაინთანაც მომიწევდა დიდი ხნით გამომშვიდობება. ვცდილობ ვიპოვო ოპტიმალური გზა პრობლემის გადასაჭრელად. ექიმები ყველაფერს აკეთებენ რიკის ფეხზე დასაყენებლად და ვიმედოვნებ რამდენიმე კვირაში ბრაზილიელი გუნდს შეუერთდება."

"არბელოა იმსახურებს შემდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობაში თამაშს, რადგან შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს, ის ითამაშებს ვინც უფრო მეტად დაიხარჯება ვარჯიშებზე და უკეთეს ფორმაში იქნება. "

"კასილასის შემდეგი შეხვედრა მისთვის მეოთხასე იქნება ლა ლიგაში, ამ ფაქტით ძალიან გახარებული ვარ. მან ამ შედეგს იმიტომ მიაღწია, რომ ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო თამაში. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ უმაღლეს დონეზე თამაშობს და მას კიდევ 10 წელი შეუძლია ითამაშოს ასე, რა თქმა უნდა თუ თავად ისურვებს."

"სარაგოსა ბოლო ადგილზე არ დაასრულებს ჩემპიონატს, რადგან ამ გუნდში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება და ჰყავს ძალიან გამოცდილი მწვრთნელი. ამ გუნდს აქვს თამაშის გამოსწორების პოტენციალი, თუმცა ვიმედოვნებ ხვალინდელ შეხვედრას დათმობენ." dle 10.1

  • SunSay
  • 11 დეკემბერი 2010
  • 1765
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)