'Partido por la Ilusion'-ის პრეზენტაცია

იკერ კასილასმა და ლუიშ ფიგუმ მოახდინეს საქველმოქმედო მატჩის პრეზენტაცია, რომელიც 23 დეკემბერს გაიმართება.


იკერ კასილასმა და ლუიშ ფიგუმ მონაწილეობა მიიღეს 'Partido por la ilusión, Fútbol 7 solidario' (იმედის მატჩი, საქველმოქმედო 7-ა–მხარის ფეხბურთი) პრეზენტაციაში. ამ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა ესპანეთის ეროვნული სპორტული საკონსულოს საპრესკონფერენციო დარბაზში. ეს შეხვედრა ჩატარდება 23 დეკემბერს მადრიდის "პალასიო დე ლოს დეპორტეს"–ში. ამ ინიციატივას მხარს უჭერენ , როგორც თავად ესპანეთის ეროვნული სპორტული საკონსულო, ასევე ფონდი "Repsol"–ი. თამაშიდან შემოსული თანხები მთლიანად მოხმარდება საქველმოქმედო საქმიანობას.

იკერ კასილასისა და ლუიშ ფიგუს გარდა, პრეზენტაციას ესწრებოდნენ ესპანეთის ფეხბურთის მდივანი ჯ ლისავეტსკი და ფონდ "Repsol"–ის პრეზიდენტი სესარ გალიო.

კასილასი

'Partido por la Ilusion'-ის პრეზენტაცია


"ძალიან ამაღელვებელია. საქველმოქმედო ღონისძიებებში სხვადასხვა საპატიო მიზეზების გამო, ვერ ვახერხებდი მონაწილეობის მიღებას. ლუიშ ფიგუმ დამირეკა და შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო ამ ღონისძიებაში. მე რა თქმა უნდა, ყოველგვარი ფიქრის გარეშე დავთანხმდი. ეს ბრწყინვალე ინიციატივაა და მჯერა, რომ მას დიდი გამოხმაურება მოყვება."

ფიგუ

'Partido por la Ilusion'-ის პრეზენტაცია


"50 პროცენტი გადაირიცხება "სოლიდარობის ლიგის" ანგარიშზე, საქველმოქმედო ღონისძიებები, რომლებიც მადრიდის სხვადასხვა პროვინციებში იმართება. ოცდახუთი პროცენტი გადაერიცხება იკერ კასილასის საქველმოქმედო ფონდს და დარჩენილი 25% კი ჩემს საქველმოქმედო ფონდში. ჩემი ფონდო 2003 წლიდანაა აქტიური და მისი მთავარი მიზანი ბავშვებისთვის დახმარების აღმოჩენაა."

Ballon d'Or–ის გამარჯვებულები ზინედინ ზიდანი და ფაბიო კანავარო მონაწილეობას მიიღებენ ამ ღონისძიებაში.

PARTIDO X LA ILUSIÓN FÚTBOL 7 SOLIDARIO:

თარიღი: 2010 წლის 23 დეკემბერი

ადგილი: Palacio de los Deportes de la Comunidad de Madrid

დრო: წინასამატჩო: 19:45 , მატჩი: 20:30 ადგილობრივი დროით.

ბილეთები: გაიყიდება ორშაბათიდან 13 დეკემბრიდან "ელ კორტე ინგლესის" სალაროებში , ასევე შესაძლებელია ბილეთების დაჯავშნა ნომერზე: +34 902 400 222.

წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 11 დეკემბერი 2010
  • 1582
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)