აღდგება ნამდვილი ბენზემა "რეალისთვის"?

აღდგება ნამდვილი ბენზემა "რეალისთვის"?


კარიმ ბენზემამ,რომელსაც სათამაშო პრაქტიკა ამ სეზონში არ გააჩნდა, მოახერხა და აფეთქება შეძლო "ოსერთან" მატჩში და ჟოზე მოურინიოს "რეალს" კომფორტული გამრჯვება მოუპოვა ანგარიშით 4-0. მან ამ მატჩში 3 გოლი გაიტანა.

22 წლის ფრანგი "რეალში" 18 თვის წინ გადავიდა. პერესმა პრაქტიკულად უშანსო ტრანსფერი განახორციელა,რადგან კარიმის "მანჩესტერში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო. 35 მილიონი - ეს ის თანხაა, რომელიც ბენზემაში გადაიხადეს, თუმცა როგორც საფეხბურთო ექსპერტები აცხადებენ ეს წყალში გადაყრილი ფულია.

რატომ დუმს მოუ ბენზემას შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით?

პორტუგალიელი სპეციალისტი სეზონის დასაწყისში განუწყვეტლივ კიცხავდა ბენზემას ვარჯიშების გაცდენის გამო. თუმცა განვლო პატარა ხანმა და ეს საყვედურები შეწყდა. ამასთანავე გაჩნდა მეორე პრობლემა(ბენზემასთვის). "რეალმა" დაიწყო ახალი თავდამსხმელის ძებნა. ამ მრავალრიცხოვან სიაში შედიან: ძეკო, ტევესი, ადებაიორი, რუნი, ნილმარი, ლორიენტე და სხვები. ეს პირველ რიგში იმის მაუწყებელი იყო,რომ კარიმისთვის "ბლანკოსში" თამაში ეჭვის ქვეშ დგებოდა.ამას თან ისიც დაერთო,რომ ევროპული გრანდები დაინტერესდნენ ფრანგით. მაგრამ მოუ ამ შემთხვევაშიც არ ამბობს არაფერს. ნუთუ ეს იმას გვამცნობს,რომ იგი არ ემხრობა ფრანგის გუნდიდან გაშვებას?

ალბათ ყველა დამეთანხმებით,რომ ბენზემა "ლიონში" მართლაც ბრწყინვალედ თამაშობდა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი,რომ პერესმა კარიმი ახალ "გალაქტიკოში" მიიყვანა,მაგრამ ამაოდ. ერთ-ერთი საფეხბურთო ექსპერტი აცხადებს: "ბენზემამ "აკლიმატიზაცია" ვერ გაიარა მადრიდში. შესაძლოა ეს იმის ბრალიცაა,რომ მან ვერ გაუძლო კონკურენციას გონსალო იგუაინთან."

როგორც ზემოთ ვახსენე, მოუ დუმს ბენზემას შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებითთქო, მაგრამ პორტუგალიელი კარიმს პრაქტიკულად არ ათამაშებს. ყოველშემთხვევაში ეს იყო იგუაინის ყოფნის დროს. არ იყო იგუაინი,მაგრამ მან ბენზემა "ვალენსიასთან" მატჩში მაინც არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში და "რეალი" მოედანზე თავდამსხმელის გარეშე გავიდა. მოურინიოს ბენზემა ძირითადად ნაკლებად საპასუხისმგებლო მატჩებში გაყავდა. ფრანგი მეტ-ნაკლებად ირჯებოდა,გოლები იშვიათად,მაგრამ მაინც გაჰქონდა. უმრავლესობას ისეთი აზრი ებადებოდა,რომ კარიმი უკმაყოფილებას გამოხატავდა მისი არადამაჯერებელი თამაშით. თუმცა ამას ყველაფერს ოთხშაბათს დაესვა წერტილი. "ოსერთან" მან ისე ითამაშა,როგორც მაღალი დონის ფეხბურთელს შეეფერება. იმედია ეს ასე გაგრძელდება და ბენზემა "გონს მოეგება".

ბენზემა არასდროს ითვლებოდა ისეთ თავდამსხმელად, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ახერხებდა მატჩების მოგებას.(მაგ. როგორც კაკა აკეთებდა "მილანში"). "ლიონში" მას საშუალოდ 1 გოლი 2.25 თამაშში გაჰქონდა. მას რა თქმა უნდა "რეალში" მეტი მოეთხოვებოდა და რა თქმა უნდა ყველა ელოდა მის გაბრწყინებას, მაგრამ ის რონალდომ და იგუაინმა დაჩრდილეს. კრიშტიანოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს "ბლანკოსის" რიგებში. მას საშუალოდ მატჩში 1 გოლი გააქვს, ხოლო პიპიტას 2 მატჩში 1. "ოსერთან" ჰეტ-ტრიკმა ბენზემას გულშემატკივრებს იმედი დაუსახა,რომ კარიმი მალე რონალდოს და იგუაინსაც გაუწევს კოკურენციას ამ კომპონენტში. ეს უბრალოდ მისი ვალდებულებაა.

რბილად რომ ვთქვათ, ამ ჰეტ-ტრიკმა მას სულზედ მოუსწრო. ფეხბურთელის ფსიქიკაში ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტია. მას მიეცა შანსი,რომ იგუაინის არყოფნაში დაამტკიცოს თუ რა დონის ფეხბურთელია. შეიძლება ითქვას,რომ მას გაუმართლა კიდეც. პიპიტას ტრავმამ მას გზა გაუხსნა თავის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში.

ბენზემამ "რეალის" შემადგენლობაში 53 მატჩი ჩაატარა. აქედან 23-ში დაიწყო ძირითადი შემადგენლობიდან თამაში. გაიტანა 15 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა. ალბათ დამეთანხმებით,რომ ამ დონის ფეხბურთელისთვის ეს კატასტროფული შედეგია.

და ბოლოს...მიუხედავად იმისა,რომ ბენზემა კრიტიკის ქვეშაა მოქცეული, რომელიც ალბათ პირველ რიგში მისი დამსახურებაა, იგი მაინც რჩება მაღალი დონის ფორვარდათ.

აღდგება ნამდვილი კარიმ ბენზემა "რეალისთვის"? შეძლებს ის, რომ სამეფო კლუბის ღირსეულ ფეხბურთელად იქცეს? ამ კითხვებზე პასუხი თქვნთვის მომინდია...



სტატიის ავტორი:WIShMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 11 დეკემბერი 2010
  • 2374
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)