ალბიოლი: ”სარაგოსა ძალიან სახიფათოა”

დღევანდელი სავარჯიშო სესიის შემდეგ, რაულ ალბიოლმა ”ბერნაბეუს” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი.


”მე მხოლოდ თავდაუზოგავ მუშაობასა და სათამაშო ასპექტების გამოსწორებაზე ვფიქრობ.ყოველთვის ვეცდები მაქსიმუმი გავიღო როგორც მოედანზე, ასევე ვარჯიშებზე.მწვრთნელს ნდობა აქვს ჩემს მიმართ, რაც სასიხარულოა.ვგონებ, ჟოზე იდეალური თავკაცია ”რეალისათვის.”პორტუგალიელისა და ჩვენი ურთიერთობა ფანტასტიურია და ეს გარედანაც კარგად ჩანს.”

”სარაგოსასთან” შერკინება რთული იქნება.ისინი ყველანაირად ცდილობენ აუტცაიდერთა ზონის დატოვებას.ამას ემატება ისიც, რომ მათ შინაურ კელდებში უწევთ ჩვენი მიღება.”

”იგუაინი გულდაწყვეტილია ტრავმით, თუმცა ის გამოჯანმრთელების გზას ადგას.პიპიტა გუნდისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.ვიმედოვნებ, რომ მალე დაგვიბრუნდება.”

”ჩემი აზრით, ”ოქროს ბურთის” ერთ-ერთი პრეტენდენტი იკერ კასილასი უნდა იყოს, რამეთუ მას დიდი ღვაწლი მიუძვის მსოფლიოს ჩემპიონობაში, თუმცა ”ოქროს ბურთს” ყველა შემთხვევაში დამსახურებული გამარჯვებული ეყოლება.რაც შეეხება საუკეთესო დამრიგებელს, ამ ჯილდოს როგორც ბოსკე, ასევე მოუც იმსახურებს.ერთს შეუდარებელი სეზონი ჰქონდა ”ინტერის” რიგებში, ხოლო მეორეს კი ეროვნულ ნაკრებში.ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ორივე მწვრთნელს გადავცემდი ამ წოდებას.”

”გასულ სეზონში, პრიმერას გათამაშებაში ”რეალი” და ”ბარსა” ეცილებოდნენ ერთმანეთს ჩემპიონატში.ვფიქრობ, წლეულსაც ანალოგიური სცენარით განვითარდება ჩემპიონატი.”ბერნაბეუზე” გასამართი ”კლასიკო” ჩვენთვის არის გასაღები, თუმცა მანამდეც შესაძლებელია ამ გრანდებიდან რომელიმემ დაკარგოს ქულები.სამეფო კლუბის მიზანია თითოეულ შეხვედრაში წარმატების მიღწევა.კატალონიელები ორქულიანი ჰანდიკაპით გვისწრებენ.ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებთ ამ სხვაობის შემცირებას.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)