ანდრეი შევჩენკო : "სამეფო კლუბი ყველა ტურნირის ფავორიტია"

ლეგენდარულმა, უკრაინელმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ, რომელიც წლების მანძილზე იცავდა "მილანის" ღირსებას, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" ყველა ტურნირის ფავორიტია, რომელშიც იღებს მონაწილეობას. შევას აზრით "ბლანკოსი" წელს მინიმუმ ერთ ტიტულს დაეუფლება, ხოლო მომდევნო წლებში წარმატებები უფრო გამრავლდება...


"მადრიდული გრანდი წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდა, "ბარსელონასთან" მარცხი შემთხვევითობა იყო, რადგან ფეხბურთელები ძალიან დაძაბულები იყვნენ, ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება ხოლმე, საგანგაშო ნამდვილად არაფერია. მოურინიოს დამოძღვრილმა გუნდმა 5 გოლი გაუშვა და გამანადგურებელი ანგარიშით წააგო, მაგრამ ეს რეზულტატი ნამდვილად არ ასახავს გუნდებს შორის სხვაობას. ჩემი აზრით მადრიდის "რეალი" არაფრით ჩამოუვარდება კატალონიურ გუნდს და ეს სულ მალე დამტკიცდება."

"თეთრების თამაშს ხშირად ვადევნებ თვალს და მათი ცქერა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან "ბლანკოსი" მრავალფეროვან შეტევებს ანხორციელებს. ფორვარდი ვარ და ყოველთვის დიდ პატივს ვცემ შემტევი სტილით მოთამაშე გუნდებს. წელს ყველაზე ხარისხიან ფეხბურთს 3 გუნდი თამაშობს, ესენი არიან: ლონდონის "არსენალი", კატალონიის "ბარსელონა" და რაღა თქმა უნდა მადრიდის "რეალი"."

"სამეფო კლუბი წელს მინიმუმ ერთ ტიტულს მოიგებს, მაგრამ ეს გუნდი ყველა იმ ტურნირის ფავორიტია, რომელშიც გამოდის და შანსი აქვს პირველობის. მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დამრიგებელია და მის ხელში ნებისმიერი გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა ხდება."

"სამეფო კლუბში რამდენიმე სუპერ ვარსკვლავს აქვს თამაშის საშუალება. რიკარდო კაკა, კრიშტიანო რონალდო, იკერ კასილასი და ა.შ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ამ გუნდის მოთამაშეების, რომელთა გვარებს მთელი მსოფლიო იცნობს." dle 10.1

  • Hala
  • 9 დეკემბერი 2010
  • 2326
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)