სანჩესი : "ჟოზეს გადაწყვეტილება მართებული იყო"

ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა ხუან სანჩესმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გუშინდელი შეხვედრა მიმოიხილა და განაცხადა, რომ სამეფო კლუბის პორტუგალიელმა სპეციალისტმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო. სათადარიგო ფეხბურთელების გამოყვანა და შანსის მიცემა ძალიან ბევრს ნიშნავს, ამით გუნდის ძირითადმა ბირთვმა დაისვენა და პრაქტიკას მოკლებულ ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება მიეცათ...


"ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, ფრანგებთან მატჩი "რეალისთვის" არაფერს წყვეტდა, რადგან გუნდს უკვე განაღდებული ჰქონდა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება. ყველაფერი სწორად იქნა გათვლილი და შედეგმაც არ დააყოვნა, ესპანელებმა დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვეს და საბოლოო ჯამში 16 ქულას მოუყარეს თავი."

"აუცილებლად უნდა გამოვყო კარიმ ბენზემას თამაში, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე ინერტულად გამოიყურებოდა, მაგრამ ყოველთვის იყო იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო, კარიმი ბრწყინვალედ იხსნებოდა და ნახევარმცველებს კარგი, გამჭოლი გადაცემების გაკეთების საშუალებას აძლევდა, ფრანგი ფეხბურთელისთვის ერთ შეხვედრაში გატანილი 3 გოლი, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში ძალიან ბევრია, გუშინდელი საღამო ახალგაზრდა მოთამაშეს ფსიქოლოგიურად ძალიან უნდა დაეხმაროს. სამეფო კლუბის წინა ხაზში აშკარა პრობლემებია, გონსალო იგუაინის ტრავმა გუნდზე რა თქმა უნდა აისახება, ფრანგ ფორვარდს კი შესანიშნავი მომენტი აქვს შესაძლებლობების დასამკიცებლად."

"ასევე ბრწყინვალედ ითამაშა სარაბიამ, რომელსაც მაინც მიეცა გარკვეული დრო შესაძლებლობების დასამტკიცებლად, ახალგაზრდა მოთამაშეს ეტყობოდა, რომ ძალიან მოტივირებული იყო, იგი ეფექტურად თამაშობდა და რამდენიმე მომენტში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, ეს არ იყო მისი საუკეთესო შეხვედრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ სეზონში 7-8 შეხვედრის ჩატარებას მაინც მოახერხებს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად სარაბიას აშკარად ეტყობა, რომ უდიდესი ტანალტის და პოტენციალის მატერებელია."

"მადრიდის "რეალი" "ელ კლასიკოში" დამარცხების შემდეგ ნამდვილად არ გამტყდარა და აგრძელებს წარმატებისკენ სვლას, დარწმუნებული ვარ "ბლანკოსი" 1/8 ფინალშიც კარგად ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგაზე უფრო წინ წავა."

"კრიშტიანო რონალდო ძალიან კარგ ფორმაში შედის, სეზონის დასაწყისი მისთვის არც ისე კარგი აღმოჩნდა, მაგრამ შემდგომ ყველაფერი დალაგდა და პორტუგალიელმა ჩვეულ სტილში განაგრძო ასპარეზობა, ოქტომბერში მან ბერჯერ აიღო მეტოქეთა კარი და თვის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, მაგრამ მე დღევანდელი კრიშტიანო უფრო მომწონს, რადგან იგი მხოლოდ გოლებზე აღარ არის ორიენტირებული, დროთა განმავლობაში პორტუგალიელი მოთამაშე უფრო იხვეწება და გუნდის ინტერესებს წინ აყენებს, ეს ალბათ ჟოზე მოურინიოს მოღვაწეობას უნდა მივაწეროთ."

"სამეფო კლუბს ლა ლიგაზე ამ წელს არც ისე ბევრი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, ახლა მათი მიზანი ყველა თამაშის მოგება და საშობაო არდადაგებზე მშვიდად წასვლა იქნება, იანვრიდან კი გუნდი კიდევ უფრო შეთამაშებული და ანგარიშგასაწევი გახდება, დარწმუნებული ვარ სეზონის დასკვნით ნაწილში მოურინიოსა და გვარდიოლას დუელი გამწვავდება." dle 10.1

  • Hala
  • 9 დეკემბერი 2010
  • 1953
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)