Eurosport: კვირის სიმბოლური ნაკრები

ევროსპორტმა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც მადრიდის რეალის ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემაც მოხვდა.


მეკარე: ვინსენტ ენიამა (ტელ ავივის აპოელი) - მან უშეცდომოდ ითამაშა, რომ არა მისი საიმედო ასპარეზობა ლიონი გამანადგურებელი ანგარიშით მოიგებდა.

მრჯვენა მცველი: ჩარლს კაბორე (მარსელი) - ეხმარებოდა მარსელის ფეხბურთელებს შეეჩერებინათ ჩელსის შეტევები და ამავდროულად აქტიურად ერთვებოდა შეტევებში.

ცენტრალური მცველი: ტობი ადერვეილერდი (აიაქსი) - უშანსოდ დატოვა რობინიო, რონალდინიო და იბრაჰიმოვიჩი მთელი მატჩის განმავლობაში და გაიტანა შესანიშნავი გოლი შორეული დარტყმით.

ცენტრალური მცველი: ბენედიკტ ჰოვედესი (შალკე) - გაიტანა გოლი ბენფიკას კარში და დაეხმარა შალკეს დაესრულებინა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე.

მარცხენა მცველი: რაზვან რატი (შახტარი) - დაცვაში საიმედო მოქმედების გარდა შესანიშნავად მოქმედებდა შეტევაში და გაიტანა შესანიშნავი გოლი შორიდან.

მარჯვენა ნახევრმცველი: ვალბუენა (მარსელი) - ფრანგი შესანიშნავ ფორმაშია და მარსელის სულს და გულს წარმოადგენს.

ცენტრალური ნახევარმცველი: ანდერსონი (მანშესტერი) - ახალგაზრდა ბრაზილიელმა მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გაიტანა გადამწყვეტი გოლი ვალენსიას წინააღმდეგ, რომლის მეშვეობითაც შეუნრჩუნა მანჩესტერს პირველი ადგილი ჯგუფში.

ცენტრალური ნახევარმცველი: ტიაგო (ბარსელონა) - ბარსას აკადემიის ფეხბურთელმა შესანიშნავად გამოავლინა თaვისი შესაძლებლობები ყაზანის რუბინის წინააღმდეგ და გოლის გატანაც შეძლო.

მარცხენა ნახევარმცველი: რიბერი (ბაიერნი) - ფრანგი ვარსკვლავი ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება, რაზეც მის მიერ გატანილი 2 გოლიც მოწმობს.

თავდამსხმელი: ერან ზაჰავი (ტელ ავივის აპოელი) - გაიტანა ულამაზესი გოლი ლიონის კარში და მოუტანა გუნდს ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლება.

თავდამსხმელი: კარიმ ბენზემა (მადრიდის რეალი) - ფრანგმა ფეხბურთელმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ოსერის წინააღმდეგ და თავისი პირველი მადრიდული ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ამ გოლებით მან გადაუსწრო ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით თავის თანამემამულეებს პირესსა და ზიდანს. dle 10.1

  • SunSay
  • 9 დეკემბერი 2010
  • 2647
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)