რონალდუ & ლეონი: ”პრესტიჟისთვის უნდა მოგვეგო”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ და პედრო ლეონმა კომენტარები გააკეთეს.


კრიშტიანუ რონალდუ
”უწინარეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს.მთლიანობაში ძალიან მომეწონა გუნდის თამაში.მიუხედავად იმისა, რომ განვლილ თამაშს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გამარჯვება მოგვეპოვებინა პრესტიჟისთვის და ქომაგებისთვის.ჩემი აზრით, ქარიმმა ნამდვილად დაიმსახურა ასეთი საღამო.ის ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობს.ბენზემა ნამდვილი პროფესიონალია.”

”დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ტურნირის ფინიშამდე გავალთ.ჩვენ კარგ კონდიციებში ვიმყოფებით და მზად ვართ ყოველგვარი გამოწვევებისთვის.”

პედრო ლეონი
”ვალდებულნი ვიყავით მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც.როდესაც მოედანზე ”რეალის” მაისურით გამოდიხარ, ყოველთვის გამარჯვებაზე უნდა ფიქრობდე.ძალიან გამახარა კანტერანოსების წარმატებულმა თამაშმა.”

”ახლა მთელი ყურადღება პრიმერაზე უნდა გადავიტანოთ, სადაც რთული დაპირისპირება გველოდება ”სარაგოსასთან.”მიუხედავად გარკვეული ფაქტორებისა, ”ბლანკოსი” 3 ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)