"რეალი" - "ოსერი" [პრევიუ]

დღეს თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მეექვსე ტური. მადრიდის "რეალი" ფრანგულ "ოსერს" მასპინძლობს...


მადრიდის "რეალს" უკვე განაღდებული აქვს მერვედფინალის საგზური. თუმცა ფრანგებს გამარჯვების შემთხვევაში შეეძლებათ ითამაშონ ევროპის ლიგაზე. ამ შემთხვევაში "აიაქსმაც" უნდა წაგოს "მილანთან". "ბალნკოსს" ამ წუთისთვის 13 , ხოლო "ოსერს" 3 ქულა აქვს.

როგორც მოგეხსენებათ მადრიდის "რეალმა" ორი უმძიმესი ვიკენდი გაიარა. ჯერ იყო და "ბარსელონასთან" დიდი ანგარიშით დამარცხება, შემდეგ სახლში "ვალენსიასთან" არც თუ ისე იოლი მატჩი, და ყველაფერ ამ უბედურებას გონსალო იგუაინის მძიმე ტრავმაც დაერთო. თუმცა მადრიდელებმა ამ შოკიდან გამოსვლა ნაწილობრივ მოხერხეს და "ვალენსიასთან" რონალდოს დუბლით იმარჯვეს. ასე რომ ისინი მატჩს კარგი განწყობით ხვდებიან.

ამ მატჩთან დაკავშირებით რაულ ალბილომა მცირე კომენტარი გააკეთა: "ყველა ფიქრობს,რომ ჩვენ ამ მატჩში არ დავიხარჯებით, თუმცა მე გაძლევთ პირობას,რომ ერთი წამითაც არ მოვდუნდებით. ამ მატჩში ისეთ ფეხბურთელებს მიეცათ თამაშის საშუალება, რომ ვფიქრობ დასაკარგი არაფერი აქვთ და საკუთარ ძალებს მაქსიმალურად გამოიყენებენ."

როგორც ყველა გუნდისთვის ასევე "ოსერისთვისაც" "ბერნაბეუზე" იოლი გასეირნება არ იქნება. ფრანგულმა კლუბმა უკანასკნელი მატჩები ძალიან ცუდად ჩაატარა და კატასტროფულ შედეგებს მიაღწია. მათ მთავარ მწვრთნელ ჟან ფერნანდეშს სამუშაოს დაკარგვა ემუქრება. ასე რომ ფრანგებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ყველანაირად შეეცდებიან პატარა სასწაული მოახდინონ და ის "რეალი" დაამარცხონ ,რომელსაც ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში საკუთარ მოედანზე 100%-იანი შედეგი აქვს.

"ჩვენ შევეცდებით კონტრშეტევებზე ვითამაშოთ და სტანდარტები გამოვიყენოთ. ვფიქრობ "რეალს" გაუჭირდება ჩვენი ერთი ხელის მოსმით დამარცხება მითუმეტეს, რომ მათ არასრული შემადგენლობა ჰყავთ. "ოსერს" ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე და ეს ჩვენ "ბლანკოსთანაც" დავამტკიცეთ საფრანგეთში." - ასეთი კომენტარი გააკეთა ჟან ფერნანდეშმა.

კლუბების ახალი ამბები:

მადრიდის "რეალი":

გონსალო იგუაინი, კაკა, გაგო, კანალესი, დი მარია და ხედირა ტრავმირებულია. ხაბი ალონსო და სერხიო რამოსი დისკვალიფიცირებულია "აიაქსთან" მატჩში წითელი ბარათების მიღების გამო.აგრეთვე დისკვალიპიკაციის გამო ტრიბუნიდან მიადევნებს მატჩს თვალს ჟოზე მოურინიო. ამ თამაშში კი "რეალს" კარანკა უთავკაცებს.

კლუბს "კასტილიიდან" მორატა და სარაბია დაემატა.


"ოსერი":

ფრანგებს ლაზარეთში ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ. პრაქტიკულად "ოსერი" დუბლებით ითამაშებს.



წინა მატჩი ამ გუნდებს შორის : "ოსერი" 0-1 "რეალი"


უკანასკნელი 5 მატჩი:

მადრიდის "რეალი":

"რეალი" 2-0 "ვალენსია"
"ბარსელონა" 5-0 "რეალი"
"აიაქსი" 0-4 "რეალი"
"რეალი" 5-1 "ატლეტიკი"
"ხიხონი" 0-1 "რეალი"

"ოსერი":

"ლენსი" 1-1 "ოსერი"
"ოსერი" 1-2 "ტულუზა"
"ოსერი" 0-2 "მილანი"
"სტ.ეტიენი" 1-1 "ოსერი"
"ოსერი" 2-1 "რენი"

სავრაუდო შემადგენლობები:

მადრიდის "რეალი" : დუდეკი, არბელოა, ალბიოლი, პეპე, მარსელო, ლასი, დიარა, პედრო ლეონი, გრანერო, რონალდო და ბენზემა.

"ოსერი" : სორინი, დუდკა, კოულიბალი, მიგნოტი, გრიჩტინგი, ჩაფნი, პედრეტი, ოლიეჩი, ბირსა, ტრაორე და კონტოუტი.


სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)