კარანკა:"რეალი უმნიშვნელო მატჩებს არასდროს თამაშობს"

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, აიტორ კარანკამ "ოსერთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.


"სოლიდური შემადგენლობით ვითამაშებთ. ხვალ ისეთი ფეხბურთელებიც გავლენ მოედანზე, რომლებსაც ამსტერდამში გამართულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. თამაშის შანსი ყველას უნდა მივცეთ. გულწრფელად ვამბობ, რომ აიაქსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებმა გაიბრწყინეს, რომელთაც მიმდინარე სეზონში თამაშისთვის მწირი დრო ეძლეოდათ. ვფიქრობ, ხვალინდელ მატჩშიც ანალოგიური სცენარით განვითარდება მოვლენები."

"მადრიდის რეალი უმნიშვნელო მატჩებს არასდროს თამაშობს და არც არასდროს ითამაშებს. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ქულათა უმაღლესი რაოდენობით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდეთ. ამ გუნდს ყოველთვის გააჩნია ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშის მოტივაცია, ვფიქრობ ამ მხრივ არც მომავალ შეხვედრაში უნდა ველოდოთ განსხვავებებს. როდესაც ფეხბურთელს მადრიდის რეალის მაისური აცვია, მან ნებისმიერ შეხვედრაში თავის მაქსიმუმი უნდა გაიღოს."

"როდესაც ბენზემა და ლასი ძირითად შემადგელობაში ითამაშებენ, მათთვის ამ ყველაფერს ტესტირების სახე არ უნდა ჰქონდეს. ამსტერდამში კარიმმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ივნისის შემდეგ იგი აშკარა პროგრესს განიცდის, ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან გვახარებს. ლასიც საკმაოდ კარგად გამოიყურება. როდესაც გუნდს მისი დახმარება სჭირდება, იგი ყოველთვის უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. მისი ბედი კრიშტიანო რონალდოზეა დამოკიდებული, მისთვის რომელიმე მატჩის გამოტოვება ნახევრად სიკვდილის ტოლფასია."

"მადრიდის რეალი ყოველთვის განსაკუთრებულად უნდა გამოიყურებოდეს ჩემპიონთა ლიგაზე, შევეცდები მადრიდელებს ეს პოზიცია გავუმყარო. ვეცდები გუნდს სარგებლობა მოვუტანო. უკვე ხუთი თვეა რაც მოურინიოსთან ვთანამშრომლობ, მე მასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს."

"მოურინიოს წინააღმდეგ განხორციელებული სანქციები უსამართლოა. ვფიქრობ იგი მოცემულ მომენტში აბსოლიტურად მართალი ადამიანია."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

ავტორი: Kevlish...
dle 10.1

  • kevlisha
  • 8 დეკემბერი 2010
  • 1483
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)