გრანერო: ”რეალში თამაში უკვე მოტივაციაა”

ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ფეხბურთელების მხრიდან ჟურნალისტების წინაშე ესტებან გრანერო წარსდგა.”ელ პირატის” თქმით, ”ოსერთან” მატჩისათვის ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია.


”როგორ შეიძლება, მოთამაშეს ”რეალის” მაისური ეცვას და რომელიმე დაპირისპირებაში მოტივაციის გარეშე გადიოდეს მოედანზე.მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი არ არის, ჩვენ ვალდებულნი ვართ პატივი ვსცეთ კლუბის პრესტიჟსა და დავაკმაყოფილოთ ქომაგების მოთხოვნები.”

”სეზონის დაწყებამდე, შემადგენლობა საგძნობლად გაძლიერდა.ამას ისიც დაემატა, რომ გუნდი ევროპაში ავტორიტეტულმა დამრიგებელმა ჩაიბარა.ვგონებ, მწვრთნელის ფაქტორიცა და ”რეალის” ამბიციებიც იმაზე მეტყველებს, რომ სამეფო კლუბი ერთ-ერთი ფავორიტია აღნიშნულ გათამაშებაში.დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია მეათე თასის მოპოვება, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.”

”ესპანეთის პრიმერა სავსეა ”რეალის” აკადემიის აღზრდილებით.მორატა და სარაბია ჩვენთან ერთად ვარჯიშობდნენ.ისინი ძალზედ მონდომებულნი არიან და თავინათ შანს ელოდებიან.ვიმედოვნებ, კანტერანოსები კარგად წარმოაჩენენ პოტენციალს.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)