რობენი:"კარგი იქნებოდა "რეალთანაც" გამეტანა ორი გოლი"

არიენ რობენს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა თავის ახალ კლუბში მიუნხენის "ბაიერნში".ამაზე უკეთეს დებიუტზე არიენი ვერც იოცნებებდა.მან ამ მატჩში შეასრულა დუბლი და გუნდს დაეხმარა "ვოლფსბურგთან" გამარჯვების მიღწევაში.მიუნხენელ ფანებს ახალი კუმირი ჰყავთ.


მატჩის დასრულების შემდეგ რობენმა განაცხადა,რომ მხოლოდ "ბაიერნზე" ფიქრობს და არ ფიქრობს თავის ყოფილ კლუბზე.ჰოლანდიელმა განაცხადა,რომ დიდი სიამოვნებით შეხვდება "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე და ეცდება დაარწმუნოს მისი გაყიდვის შეცდომაში:"კარგი იქნებოდა ჩემს ყოფილ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე თუ შევხვდები.შესანიშნავი იქნებოდა ორი გოლი გამეტანა "რეალის" კარში".

რობენმა აღნიშნა,რომ მიუხედავად "რეალიდან" წასვლისა,ის არ არის დაბოღმილი "სამეფო კლუბზე".მას თბილი მოგონებები დარჩა მადრიდული კლუბისგან."არანაირად არ ვარ გაბრაზებული მადრიდელებზე.უბრალოდ მაქვს სურვილი შევხვდე ჩემს ყოფილ პარტნიორებს.მე მათთან ერთად საუკეთესო მომენტები მაქვს განცდილი.დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი მათ ჩემპიონთა ლიგაზე".

მეორე საინტერესო ფაქტი რიბერის ტრანსფერია,რომელსაც მთელი ზაფხულის განმავლობაში "რეალს" უკავშირებდნენ.რობენს მიეცა შესაძლებლობა მოედანზე გამოსულიყო რიბერისთან ერთად,მაგრამ მადრიდელი ფანებისთვის სამწუხაროდ მან ეს მიუნხენში გააკეთა.რიბერი გახდა არიენის ორივე გოლის თანაავტორი,რის გამოც ჰოლანდიელი აღფრთოვანებული იყო:"ჩვენ ვქმნიდით მომენტებს ორივე ფლანგიდან და მასთან ერთად კარგად ვგრძნობ თავს.მან გამიკეთა ორი შესანიშნავი გადაცემა.გახარებული ვარ,რადგან რიბერის გვერდით ვთამაშობ.ის გუნდისთვის ყველაზე საჭირო ფეხბურთელია.ვიმედოვნებ,ბევრ ტიტულს მოვიგებთ ერთად".


ინფორმაციის წყარო:Marca.com dle 10.1

  • faqo
  • 31 აგვისტო 2009
  • 3338
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)