მვილა ”რეალის” ინტერესთა სფეროში მოექცა

როგორც ჩანს, მადრიდელი სელექციონერები არა მხოლოდ თავდამსხმის, არამედ ნახევარდაცვის გაძლიერებაზეც ფიქრობენ.


გამოცემა ”ას”-ს ინფორმაციით, ამჯერად, ”რეალის” ინტერესთა სფეროში ”რენის” საყრდენი, იან მვილა მოექცა.მოთამაშე კონგოური ფესვების მქონე ფრანგია.

20 წლის ფეხბურთელი, გასული საფრანგეთის პირველობის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო.რაიმონ დომენეკმა ბოლო წუთს თქვა უარი, იანის მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანაზე.ამჟამად, მვილა რონალ ბლანის ფორმაციის გუნდში ძირითადის მოთამაშედ ყალიბდება.

ახალგაზრდა საყრდენს ”რენთან” 2014 წლამდე აკავშირებს ხელშეკრულება.გავრცელებული ხმებით, სამეფო კლუბს მოლაპარაკების შედეგად უნდა, რომ მვილას შეძენის დროს პრიორიტეტი მოიპოვოს.

ჟურნალისტების აზრით, იანი აკმაყოფილებს იმ კომპონენტებს, რომლითაც მოურინიო აფასებს აღნიშნული პოზიციის ფეხბურთელებს.ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ამასთანავე ფლობს ყუმბარისებულ დარტყმასა და ტექნიკურ არსენალს.მოკლედ, თავდაცვასთან ერთად იერიშების წარმოებაც არ წარმოადგენს მისთვის პრობლემას.

დიარების ფაქტორი
მაჰამადუსა და ლასანას მომავალი სამეფო კლუბში ბურუსით არის მოცული.მალელ ფეხბურთელს ზაფხულში ეწურება კონტრაქტი, მაგრამ სავრაუდოდ ზამთარში დატოვებს გუნდს.აღსანიშნავია, რომ დიარას ანგარიშზე მხოლოდ და მხოლოდ 201 სათამაშო წუთია ოფიციალურ მატჩებში.

რაც შეეხება ლასს, ”ბლანკოსების” ხელმძღვანელობას არ სურს ფრანგის გაშვება, თუმცა თავად ფეხბურთელია უკმაყოფილი მისი ამჟამინდელი ყოფით.ნიშანდობლივია, რომ ლასით არა ერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)