არასტუმართმოყვარე მასპინძლები

მადრიდის "რეალი" ერთადერთი ევროპული კლუბია, რომელმაც მიმდინარე სეზონში, საკუთარ მოედანზე გამართულ ყველა ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.


მადრიდის "რეალმა" მიმდინარე სეზონში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გამართულ ყველა მატჩში გაიმარჯვა და ევროპის 5 უძლიერეს ტურნირში (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, ესპანეთი) მონაწილე გუნდებში ლიდერის ფუნქციები შეითავსა. სამეფო კლუბი იმ 98 გუნდს შორის არის, რომლებმაც საკუთარ მოედანზე ითამაშეს, "მერენგებს" კოლეგებისგან განსხვავებით საშინაო მატჩებში ასპროცენტიანი შედეგი აქვთ. მადრიდელებმა 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გამართული 10 შეხვედრიდან, ყოველ მათგანში მოახერხეს გოლის გატანა, ჟოზე მოურინიოს შეგირდები ამ მაჩვენებლითაც ლიდერობენ ევროპაში.


ლა ლიგაში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' მადრიდის "რეალმა" : "ოსასუნას", "ესპანიოლის", "დეპორტივოს", "რასინგის", "ატლეტიკოს", "ატლეტიკის" და "ვალენსიის" დამარცხება მოახერხა. გარდა ამისა, მათ მიმდინარე სეზონში გამართულ სხვა ოფიციალურ მატჩებშიც იმარჯვეს, "მერენგებმა" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში "აიაქსისა" და "მილანის" დამარცხება მოახერხეს, ხოლო სამეფო თასზე, ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა "რეალ მურსია" გაუყენეს ამ უკანასკნელთა გზას.

"ესპანიოლი" ის ერთადერთი კლუბია, რომელიც მადრიდელებს კონკურენციას უწევს, მაგრამ "თეთრებისგან" განსხვავებით კატალონიელებმა სამეფო თასზე "ვალიადოლიდის" დამარცხება ვერ მოახერხეს და სამეფო კლუბს ლიდერობა დაუთმეს.

არასტუმართმოყვარე მასპინძლები


გარდა ამისა, მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედანზე გამართულ 15 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა, ასეთი მაჩვენებლით ევროპის მასშტაბით მხოლოდ რამოდენიმე კლუბი თუ დაიტრაბახებს, ესპანეთიდან: "ვილიარეალი", "ატლეტიკო", "ესპანიოლი", "ატლეტიკი", "რეალ სოსიედადი" და "მალაგა". ინგლისიდან: "ლივერპული", "სტოკ სიტი" და "ბლექპული". იტალიიდან: "მილანი", "ფიორენტინა" და "ლეჩე". გერმანიიდან: "ფრაიბურგი", ხოლო საფრანგეთიდან: "სენტ ეტიენი".


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

ავტორი: Kevlish...
dle 10.1

  • kevlisha
  • 7 დეკემბერი 2010
  • 2086
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)