მადრიდის "რეალი" 2-0 "ვალენსია"

კრისტიანო რონალდო გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა და მისი გატანილი გოლების რაოდენობამ ლა ლიგაში 16-ს მიაღწია


გუშინ ღამით სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული მატჩი 2-0 დასრულდა თეთრების სასარგებლოდ. გულშემატკივრები მხურვალედ უჭერდნენ მხარს მადრიდელებს, მათ დაივიწყეს წინა ტურის სამარცხვინო მარცხი....

ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ლასანა დიარა, ხოლო კარიმ ბენზემა ისევ სათადარიგოთა სკამს დასჯერდა,. "ვალენსია" მატას, ხოაკინისა და ხორდი ალბას იმედზე იყო.

მადრიდის "რეალი" 2-0 "ვალენსია"


პირველ ნახევარში ხედირას და რონალდოს ჰქონდათ გოლის გატანის შესანიშნავი შანსი, მაგრამ გერმანელის დარტყმული მეკარე გუაიტამ აისხლიტა, ხოლო რონალდოს შესანიშნავი ქუსლით დარტყმული - ძელმა.

მადრიდის "რეალი" 2-0 "ვალენსია"


როგორც კი მეორე ნახევარი დაიწყო პორტუგალიელს ისევ ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი თუმცა მეკარემ ისევ იხსნა გუნდი და კუთხური დაინიშნა. ერთი წუთის შემდეგ დი მარია შეეცადა ბურთი თავზე გადაეგდო მეკარისთვის , მაგრამ მეკარე მიუხვდა განზრახვას.

53-ე წუთზე კარიმ ბენზემამ სემი ხედირა შეცვალა და კრისტიანო რონალდო დაუბრუნდა ნახევარმცველის პოზიციას.

64-ე წუთზე ალბელდას მისცეს მეორე ყვითელი ბარათი მხრით თამაშის გამო და მან დატოვა მოედანი. მადრიდისტების დროც დადგა; 72-ე წუთზე ოზილი მიიწევდა მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ. მან პასი მისცა რონალდოს და პორტუგალიელსაც არ გასჭირვებია გოლის გატანა. ერთი წუთის შემდეგ ოზილი გრანერომ შეცვალა.

მადრიდის "რეალი" 2-0 "ვალენსია"


სოლდადო და ხოაკინი ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან, მაგრამ ორივე შემთხვევაში კასილასმა იხსნა გუნდი. პერეს ლასა შეცდა და არ დანიშნა პენალტი როდესაც დი მარიაზე უხეშად ითამაშეს საჯარიმოში (76'). მატჩის დამთავრებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი როდესაც მაჰამადუ დიარამ არგენტინელი შეცვალა; მაურინიო აკონტროლებდა თამაშს და არ უნდოდა ბოლო წუთს გოლი გაეშვა.

მადრიდის "რეალი" 2-0 "ვალენსია"


86-ე წუთზე რონალდომ შესანიშნავი გოლი გაიტანა. მან სძლია რიკარდო კოსტას და გუაიტას. ამ დიდი ძალისხმევის წყალობით "რეალმა" 3 ქულა მოიპოვა.

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • ivane
  • 6 დეკემბერი 2010
  • 2068
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)