მოურინიო მატჩის შემდეგ

ჟოზე მოურინიომ შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"დღევანდელ მატჩში გამარჯვება აუცილებელი იყო. ეს მისია ფეხბურთელებმა შესანიშნავად შეასრულეს. მართალია შედეგი უკვე შეხვედრის ბოლოს მივიღეთ, თუმცა საერთო ჯამში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ."

"საწყისი წუთებიდან მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიება უფრო კარგი იქნებოდა, ვიდრე მთელი ძალებით შეტევაში წასვლა, სწორედ ამიტომ შევცვალე თამაშის სქემა. თუ ჩვენ გოლს გავუშვებდით, ფეხბურთელები მიიღებდნენ ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს და მატჩის შემობრუნება გაგვიჭირდებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დაცვითი სტილის ფეხბურთელების ძირითად შემადგენლობაში დაყენება. ამ საღამოს არ იყო აუცილებელი ბევრი გოლის გატანა და ლამაზი ფეხბურთის თამაში."

"მატჩი სრულად შეიცვალა, როდესაც მინდორზე კარიმი შემოდივდა. ჩვენ უკვე სამი შემტევი ფეხბურთელით ვთამაშობდით და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. სახლში ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქონდა."

"დამხმარე მწვრთნელები ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ. მთელი მატჩის განმავლობაში არცერთი ფეხბურთელისთვის საყვედური არ მიტქვამს, რადგან მინდოდა, რომ სტაბილურობა შემენარჩუნებინა. ერთი მატჩის წაგება ტრაგედია არ არის. ლა ლიგის 14 ჩატარებული მატჩიდან თერთმეტში გამარჯვება მოვიპოვეთ, სახლში კი არცერთი ქულა არ დაგვიკარგავს. ასევე ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩიდან ოთხში გამარჯვება მოვიპოვეთ, აქ კი მარცხი საერთოდ არ განგვიცდია."

"ცოტა არ იყოს ვღელავდი, არბელოაზე და ალბიოლზე. ისინი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეული ფეხბურთელები არიან. ორივე ბევრს მუშაობს გუნდის დასახმარებლად და შეიძლება ითქვას, რომ მათ "ვალენსიას" წინააღმდეგ საკმაოდ ნორმალურად ითამაშეს. მართალია რამოსის და კარვალიოს არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ არბელოა და ალბიოლი მათ ღირსეულად შეცვლიდნენ."

"მე არ მინდა არბიტრებზე საუბარი, რადგან მათ ძალიან დიდი შეცომა დაუშვეს, როდეაც ალბელდა მოედნიდან გააძევეს. ამ წითელმა ბარათმა ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტა. მე "ვალენსიას" უდიდეს პატივს ვცემ, რადგან მათ შესანიშნავი ფეხბურთი შემოგვთავაზეს." dle 10.1

  • Junior
  • 5 დეკემბერი 2010
  • 3494
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (53)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)