სანჩესი: "კაკას დაბრუნება გუნდს სასწრაფოდ სჭირდება"

ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ხუან სანჩესმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რიკარდო კაკას დაბრუნება ჟოზე მოურინიოს სასწრაფოდ სჭირდება იმისათვის, რომ მან გუნდის სათამაშო სქემა საბოლოოდ ჩამოაყალიბოს...


"რიკიმ უკვე დაიწყო აღდგენითი ვარჯიშები და დარწმუნებული ვარ ის მალე შეუერთდება სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობას. კაკა არის ფეხბურთელი, რომელზეც მოურინიომ უნდა გათვალოს, რადგან მისი დონის მოთამაშეები მსოფლიოში ძალიან ცოტანი არიან."

"მესუთ ოზილის გამოუცდელობამ ყველამ კარგად ვნახეთ რა შედეგი გვაჩვენა კატალონიურ კლუბთან. პორტუგალიელი სპეციალისტი შემადგენლობას აუცილებლად გადააწყობს და ყველაფერი კაკაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ბრაზილიელი ნამდვილი ფენომენია და მისი ტალანტის დაკარგვა არაფრით არ შეიძლება, მას მაღალ დონეზე თამაში კიდევ 3-4 წლის მანძილზე თავისუფლად შეუძლია."

"მომავალი "კლასიკო" აპრილში გაიმართება, მაგრამ ვგონებ, ამ შეხვედრისთვის მზადება ჟოზეს შეგირდებმა იმ დღიდან უნდა დაიწყონ, როდესაც რიკარდო შეძლებს მოედანზე გასვლას, რადგან გვარდიოლას ფეხბურთელებისთვის კაკას დიდი პრობლემების შექმნა შეეძლება." dle 10.1

  • Hala
  • 4 დეკემბერი 2010
  • 2384
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)