"ბერნაბეუზე დიდებული ატმოსფეროა"

ოზილი: "მოვიგებთ თუკი პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმას რასაც მწვრთნელი გვთხოვს"


მადრიდის "რეალის" სპონსორმა Bwin-მა, "ვალენსიასთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე, ინტერვიუ ჩაწერა ოზილთან.

"გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს. ლიდერებს მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით. საუკეთესო რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ "ვალენსიას" მოვუგოთ."

"ბერნაბეუზე დიდებული ატმოსფეროა"


"გოლის გატანა მინდა ან საგოლე პასის გაკეთება, რათა ყოველ თამაშში დავეხმარო გუნდს. ეს არის ჩემი მიზანი. კმაყოფილი ვიქნები თუ გუნდს გამარჯვებისკენ გავუძღვები."

"ადვილია ხედირას გვერდით თამაში, რადგან ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელი და კარგი მეგობარია. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა მე და ხედირა ახალგაზრდები ვართ და უნდა განვაგრძოთ გაუმჯობესება. ჩემი მიზანია საუკეთესო თვისებების გამოვლენა. გუნდი ყოველ მატჩში მიჭერს მხარს და მწვრთნელიც მენდობა, რაც მეხმარება თავისუფლად თამაშში და პოტენციალის გამოვლენაში."

"ვალენსიას დიდი ტალანტი აქვს. ის ძლიერი გუნდია და ამ სეზონში კარგ თამაშს ანახებს. მათი ყველაზე საშიში ხაზი შეტევაა, მაგრამ ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ჩვენ თამაშზე და გავიმარჯვებთ თუკი პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმას რასაც მწვრთნელი გვთხოვს."

"ჩვენ გვაქვს შემტევი გეგმა. ორივე გუნდს გვიყვარს შოუს ჩატარება. გულშემატკივრების გახალისება გვინდა, მაგრამ ყველაზე მთავარი 3 ქულის აღებაა. არასდროს არ გვინდა გოლების გაშვება და ისე ვიცავთ თავს როგორც შეგვიძლია. კლუბი მოგებისთვის არის შექმნილი. შეტევაში ბევრი ტალანტები გვყავს და ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია გოლის გატანა."

"ბერნაბეუზე დიდებული ატმოსფეროა"


"გულშემატკივრების მხარდაჭერა გადამწყვეტია. მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერისთვის რომელი მათ გამოაჩინეს ჩემს მიმართ. მათ გაშლილი ხელით მიმიღეს ისევე როგორც - გუნდმა. ქომაგები აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. ბერნაბეუზე დიდებული ატმოსფეროა და მანდ თამაში ყოველთვის სასიამოვნოა."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 4 დეკემბერი 2010
  • 1736
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)