რა აკლია მადრიდის რეალს?

უკვე მრავალი სტატია დაიწერა იმის შესახებ თუ რატომ წააგო მადრიდის რეალმა დიდი ანგარიშით კატალონიურ კლუბთან და ამასთან დაკვაშირებით უამრავი ვერსია დასახელდა, ჩემი აზრით მადრიდის რეალის დამარცხების მიზეზს ის წარმოადგენს, რომ ბარსელონასთან ძირითად შემადგენლობაში კლუბის აღზრდილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ კასილასი თამაშობდა, ხოლო ცვლილებაზე არბელოა შემოვიდა.


შეიძლება ბევრი თქვენგანი შემეწინააღმდეგოთ იმაში, რომ ის ფეხბურთელები რომლებიც ძირითადში თამაშობენ უფრო მაღალ დონეზე თამაშობენ ვიდრე იგივე გრანერო და ამაში მართალიც იქნებით. მიუხედავად ამის მე ვფიქრობ იგივე მადრიდის რეალის მიერ აღზრდილი ფეხბურთელები უფრო მეტად დაიხარჯებიან კლასიკოში ვიდრე ვარსკვლავები, რომლებშიც კოლოსალური თანხა გადაიხადეს. რატომ? იმიტომ რომ ამ ფეხბურთელებმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლეს კლასიკოს ფასი, ჯერ კიდევ ხუველირ A, B, ან C-ში ასპარეზობისას ისინი უპირისპირდებიან კატალონიურ კლუბს და სწავლობენ მათთან გამარჯვების ან დამარცხების ფასს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა კლუბისთვის, ისინი ამ ყველაფერს შინაგანად გრძნობენ განსხვავებით იმ ფეხბურთელებისაგან, რომლებშიც რეალის პრეზიდენტმა დიდი თანხა გადაიხადა, რიგ მატჩებში ეს ფეხბურთელები ამართლებენ, იმიტომ რომ მათ აქვთ პრეტენზია მსოფლიოში საუკეთესოობაზე და ყველაფერს აკეთებენ ამისათვის, ხოლო ერთი მატჩის ჩაგდება მათთვის არაფერს წარმოადგენს.

ავიღოთ ბრასელონას მაგალითი... ძირითად შემადგენლობაში ბარსას 8 კანტერანო თამაშობდა. რეალისა და ბარსას ფეხბურთელები ერთმანეთს რომ შევადაროთ, ალბათ დავინახავთ, რომ მათ შორის დიდი განსხვავება არ არის და თანაბარი დონის მოთამაშეები არიან, მაგრამ კატალონიელებს აქვთ დამატებითი მოტივაცია, იმ დღიდან რაც პირველად გააგორეს ბურთი, მადრიდის რეალისადმი სიძულვილს უნერგავენ, ამიტომ მოედანზე გასვლისთანავე ისინი მზად არიან ბოლომდე დაიხარჯნონ და ეს თავდადება იმ ფეხბურთელებსაც გადადონ, რომლებიც კლუბმა შეიძინა.

მადრიდის რეალის კანტერას, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა "ჩემპიონების ფაბრიკას" უწოდებს, არაერთი წარმატებული ფეხბურთელი ჰყავს აღზრდილი, იგივე ხუან მატა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ვალენსიას ერთ-ერთი ლიდერია, ნეგრედო - რომელიც რეგულარულად იტანს გოლებს და კიდევ ბევრი სხვა ფეხბურთელი, რომელსაც შეძლია გააძლიეროს მადრიდის რეალის შემადგენლობა იმაზე მეტად ვიდრე ამას იგივე დი მარია, ხედირა, კარვალიო, ბენზემა და სხვა ფეხბურთელები აკეთებენ, არა იმიტომ რომ ისინი მათზე მაღალი დონის მოთამაშეები არიან, არამედ ისინი მზად არიან თავი გაწირონ თეთრი მაისურისათვის, კლუბი კი მათ არასამართლიანად ექცევა და სხვადასხვა კლუბებს დიდ ტალანტებს ჩუქნის.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ფლორენტინო პერესია, რომელიც არ ეშვება "იმპერიის შენებას" და გუნდისთვის წარმატების მოტანას ცდილობს ძვირადღირებული ფეხბურთელებით, რომლებიც ფულის საჭრელ მანქანას უფრო წარმოადგენენ, ვიდრე წარმატების გარანტიას. მათი სარეკლამო შემოსავლების ნაწილი კლუბის ანგარიშზე ირიცხება და ეს რეალის ჯიბეს ერთი-ორად ამსხვილებს, თუმცა რა ვქნათ იმ უბრალო გულშემატკივრებმა, რომლებსაც მოგვბეზრდა გუნდის წარუმატებელი თამაში და კვლავ თეთრი ბალეტის ხილვა გვსურს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდია... dle 10.1

  • SunSay
  • 3 დეკემბერი 2010
  • 3581
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)