რაული რეკორდებისკენ მიიწევს

კაპიტანი ამ სეზონში არაერთი რეკორდის დამყარებას აპირებს.


წლები გადის,მაგრამ რაულის მისია ჯერ არ შესრულებულა–დაამყაროს ყველა შესაძლო რეკორდი.კაპიტანმა თავისი მეთექვსმეტე სეზონი დაიწყო "რეალში" და როგორც ყოველთვის მოტივირებულია.განვლილ მატჩში "დეპორტივოსთან" მან შესანიშნავად ითამაშა–გოლი გაიტანა და პენალტი გამოიმუშავა.რაული მზადაა დაამხოს ტელმო სარას რეკორდი 251 გოლი ლა ლიგაში.

კაპიტანის ანგარიშზე ამ მომენტისათვის 224 გოლია–ეს მეხუთე რეზულტატია ლა ლიგაში.გასულ ორ სეზონში რაულმა გაიტანა 36 გოლი და ამ სეზონში ის ალბათ უგო სანჩესის რეკორდსაც გააუმჯობესებს,რომელსაც გატანილი აქვს 234 გოლი.

ტელმო სარას რეკორდამდე რაულმა უნდა გაიტანოს 27 გოლი,რაც ადვილი შესაძლებელია.კაპიტანს "რეალთან" კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს.მან გასულ სეზონში ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი გააუმჯობესა და კლუბის ლეგენდას უსწრებს 10 გოლით.

და ეს ყველაფერი არ არის.ლა ლიგაში რაულმა "რეალის" შემადგენლობაში ჩაატარა 521 მატჩი.ორი მატჩით ნაკლები მანოლო სანჩესზე."ფერარი" ისევ წინ მიიწევს...


ინფორმაციის წყარო:As.com dle 10.1

  • faqo
  • 31 აგვისტო 2009
  • 3381
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)