არაბი და აზიელი ჟურნალისტების პროგნოზი

მოგეხსენებათ, რომ ორშაბათს გაიმართება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი.მატჩი, რომელიც ცნობილია ტიტანების შერკინებად.,,goal.com''-მა
გადაწყვიტა, გამოეკითხა თავიანთი კორესპონდეტები აზიურ და არაბულ ქვეყნებში.


1.ბიმა(ინდონეზია) ბარსა-რეალი 3:0
ბარსელონა მთლიანად გამოავლენს თავის შესაძლებლობებს რეალის წინააღმდეგ და მოიგებს ზედიზედ მეხუთე კლასიკოს. ორივე გუნდი ფორმის პიკშია, მაგრამ ბარსა ერთი თავით მაღლა დგას თავის მოწინააღმდეგეზე.

ეს იქნება მაურინიოსთვის პირველი მძიმე დარტყმა ამ სეზონში , რაც აჩრდილივით მუდამ თან გაჰყვება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბარსას ეს გამარჯვება ძალიან სჭირდება, რათა ცხრილის სათავეში მოექცეს. მესისგან ელოდეთ გოლის გატანას.

2.მიქაელ ნასრალაი(არაბეთი) ბარსა-რეალი 2:1
მე ვფიქრობ, რომ რეალი ყოველ შეხვედრაში უკეთესად გამოიყურება. მიუხედავად ამისა ბარსას ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან გუნდური ფეხბურთის მხრივ.

ასევე პუბლიკის მხრიდან იქნება დიდი ზეწოლა მადრიდელების მიმართ. ბარსელონას ერთადერთი სისუსტე არის დაცვაში სივრცეების არსებობა, სწორედ ამიტომ მგონია,რომ რეალი გოლს გაიტანს.მოკლედ რომ ვთქვა: რეალი უკეთესი გუნდია , მაგრამ დრო სჭირდება.

3.რაულ ბალი(ინდოეთი) ბარსა-რეალი 1:2
ერთი მიზეზი,თუ რატომ არ წააგებს რეალი არის მაურინიოს ფაქტორი. პორტუგალიელმა იცის, თუ როგორ უნდა შეაჩეროს ბარსა.ცოტა ხნის წინ რონალდომ მიწასთან გაასწორა ესპანეთის უკანა ხაზი. არსებობს იმის მოლოდინი , რომ იგივე მოხდება ,,კამპ ნოუზეც’’.

რა თქმა უნდა, მესი ფავორიტია მარსელოს წინააღმდეგ მარჯვენა ფლანგზე, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ხედირას ფაქტორი,რომელიც დაზღვევაზე შესანიშნავად თამაშობს. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მან სრულიად გაანეიტრალა არგენტინელი ვარსკვლავი. ოზილის გარღვევები ძალინ პრობლემატური იქნება ბარსას დაცვისთვის. ის თავისი მოქმედებებით სივრცეებს გაუთავისუფლებს რონალდოსა და იგუაინს.კარვალიო თავის პირველ კლასიკოს ოპტიმალურ ფორმაში ხვდება, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება მისი და ვილას დუელის ხილვა.

4.აჰმედ ატა(არაბეთი) ბარსა-რეალი 3:1
არც ისე ხშირია ისეთი კლასიკოს ხილვა, როდესაც ორივე გიგანტი ოპტიმალურ ფორმაშია. ბარსელონა ცუდი სტარტის შემდეგ ჩვეულად ათამაშდა, მათ ახლა ძალიან კარგი დროება უდგათ.რეალს უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდა ელის. მათ არ უნდა უღალატონ თავიანთ სათამაშო სტილს ისეთი გუნდის წინააღმდეგ,რომელსაც ბადალი არ ჰყავს ბურთის ფლობის მხრივ. ამ მისის შესრულებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოზილის კარგ თამაშს.

ის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გუნდისთვის. ჩემი აზრით, მაურინიო არ ათამაშებს გუნდს იმ ფეხბურთს, როგორიც ითამაშა ინტერმა 1წლის წინ.

5.მაჰმუდ მაჰერი(არაბეთი) ბარსა-რეალი 1:2
მაურინიო განაპირობებს სხვაობას ამ ორ გუნდს შორის.მატჩი გაიმართება ,,ნოუ კამპზე’’. მე ველი მაურინიოსგან რაღაც განსაკუთრებულს, რისი მეშვეობითაც სამეფო კლუბი იზეიმებს გამარჯვებას ამ უპრინციპულეს შეხვედრაში.


ინფორმაციის წყარო:Goal.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)