პუიოლი:”ჩვენი მეტოქე ”რეალია” და არა მოურინიო”

დღეს კატალონიის ”ბარსელონის” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მათი მეტოქე ”რეალია” და არა ჟოზე მოურინიო.


თქვენთვის ეს იქნება ოცდამეერთე ”კლასიკო”. რას ფიქრობთ ხვალინდელ მატჩზე?

გუნდი თანდათანობით ფორმაში შედის და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი შეხვედრა გაიმართება. არის მცირე ნიუანსები, მაგრამ ეს არაფერს გადაწყვეტს.

იქნება გუნდში ცვლილებები?

გუნდი გადაღლილია, მაგრამ ”რეალს” ოპტიმალური შემადგენლობით ვუმასპინძლებთ. შესაძლებელია იყოს ცვლილებები, თუმცა ეს მწვრთნელს კითხეთ.

რას ფიქრობთ ”სამეფო” კლუბზე?

”რეალი” ძალიან ძლიერია და მათი დამარცხებაც საკმაოდ რთულია. ”სამეფო” კლუბს დაცვაში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და კონტრშეტევებზეც ძალზედ სახიფათონი არიან.

გოლის გატანაზე ფიქრობთ?

არა ჩემი დავალებაა დაცვაზე ზრუნვა. მე მხოლოდ იმას გავაკეთებ, რაც მევალება. ასეთ შეხვედრაში შეცდომის დაშვება დიდი კატასტროფის ტოლფასია.

როგორ ფიქრობთ, მოურინიო მიაღწევს წარმატებას, როგორც ეს მან გაზაფხულში გააკეთა ”ბარსელონასთან” მატჩში? შეიმუშავებს იგი ახალ ტაქტიკას?

მოურინიო დიდი სპეციალისტია, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდება ლიგა და ”ლა ლიგა”. მას შეუძლია შეიმუშავოს გარკვეული ტაქტიკა, თუმცა ჩვენ ამას მზადყოფნაში დავხვდებით.

რას ეტყვით გულშემატკივრებს?

მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი ძალიან გვეხმარებიან დამაჯერებლად გამარჯვებაში. ვიმედოვნებ, რომ ეს ტრადიცია არ დაირღვევა.

მოურინიოს გამო, უფრო მოტივირებულები ხართ?

არა, ჩვენ არ გვჭირდება ზემდეტი მოტივაცია. ამ თამაშში ყველაფერი ზუსტად უნდა გაკეთდეს და რასაკვირველია მადრიდელებს დამარცხება დიდ წარმატებად ჩაგვეთვლება.

რას იტყვით კრიშტიანუზე?

ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მან ”რეალის” რიგებში ადგილი მალევე დაიმკვიდრა. პორტუგალიელის თამაშის ხილვა ყოველთვის საინტერესოა.

რას იტყვით მწვრთნელების დუელზე?

მწვრთნელების დუელი არაფერშუაშია. ჩვენ ვეთამაშებით ”სამეფო” კლუბს და არა ჟოზეს.

იქნება განსხვავებული ”ელ კლასიკო”?

არამგონია. ეს თამაშში სხვებისგან გამორჩეული არაფრით იქნება. მე უბრალოდ იმის იმედი მაქვს, რომ ლამაზ შეხვედრას ვიხილავთ.

”რეალს” აქვს გამარჯვების შანსი?

კი, მათ შეუძლიათ გამარჯვება, ვინაიდან სურთ დაამტკიცონ, რომ საუკეთესოები არიან, მაგრამ ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ.

რონალდუსა და მესის დუელი საინტერესოა...

დიახ, ძალიან საინტერესოა. ეს ორი ფეხბურთელი თავდაუზოგავათ შრომობს და დიდი ამაგი გააჩნიათ თითოეულს, თუმცა ”რეალს” ჰყავს ბევრი ძლიერი ფეხბურთელი. მაგალითად: იგუანი და დი მარია. - განაცხადა ესპანელმა თავის პრესკონფერენციაზე. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)